ახალი ამბები
„კულტურა ქართულ იდენტობას ქმნის, რუსული პოლიტიკა - ანგრევს “
FaceBook
"კულტურა ის ერთადერთია, რაც ქმნის ჩვენ იდენტობას", - მიაჩნია არტისტს, ჯგუფი ბულიონის წევს ნატალია ვაწაძეს. 


კულტურამ რომ იდენტობა შექმნას თავად უნდა იყოს ცოცხალიც და პოლიტიკურიც, - ეს სხვა არტისტმა თქვა, თუმცა სულისკვეთება იგივე შეინარჩუნა. 



სწორედ ამაში ეხმარება ევროკავშირი ქართული იდენტობის შემქმნელ კულტურას - იარსებოს,  შეინარჩუნოს  მემკვიდრეობა და განვითარდეს, არ ჩამორჩეს დროს. 

კონკრეტული დროისა და სივრცის რაობა იქცა მთავარ სათქმელად პროექტის "ქუთაისის სახელოვნებო სცენა ქალაქის კულტურული იდენტობის გადააზრებისათვის“  მონაწილეებისთვის. პროქტის, რომელიც თბილისის ფოტო ფესტივალი და დასავლური განვითარების ცენტრი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Culture მხარდაჭერით გაიმართა ქუთაისში. 

ამ პროექტის ფარგლებში გამოფენა ქუთაისში 16 ივლისს სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიმართა.







"ეს არ იყო მხოლოდ გამოფენა. ეს იყო ამ პროექტში ჩართული ადამიანების ურთიერთობის , გამოცდილებების გაზიარების, ინფორმაციის , გამოცდილების გაცვლის ორი თვე.
ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობა ხელოვნების ფორმით ეთქვათ ის თუ რას ფიქრობენ იმ გარემოზე სადაც ცხოვრობენ .მოტივაცია რომ მომავალშიც გააგრძელონ მუშაობა." - ამბობს ნატალია ვაწაძე. 

ირაკლი ბიგვავამ, თეონა ბუბუტეიშვილმა, ნატალია ვაწაძემ, მარიამ ივანიშვილმა, დავით კუბლაშვილმა, თამთა ლელაძემ, პერიფერიებიდან, ქრისტინა სირაძემ, გიორგი ჩოგოვაძემ საკვლევ თემად, ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობა აიღო და მისი გადააზრება დაისახა მიზნად. გადააზრების პროცესი ჯერ ტერმინის გაგებას გულისხმობდა და შემდეგ, მისი მრავალი წახნაგიდან აღქმას, - მასთან დაკავშირებული გავრცელებული თუ არაპოპულარული მოსაზრებების განხილვას, პრობლემების იდენტიფიცირებას, წარსულისა და აწმყოს კვლევასა და მათ შორის კავშირების დანახვას.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, სწორედ ამ პროცესის შედეგს აჩვენებს - ერთის მხრივ, ხელოვანებისა და მკვლევრების მიერ აღქმულ, გადააზრებულ და სხვადასხვა მედიუმებში ნათარგმნ ტერმინს - კულტურული მემკვიდრეობა, მეორეს მხრივ კი საკითხისადმი მრავალფეროვანი და სიღრმისეული მიდგომის შესაძლებლობასა და აუცილებლობას.

"ხარისხობრივად ძალიან კარგი ნამუშევრები გააკეთეს. ეს ადამიანები, რომლებიც ადრე არც კი იცნობდნენ ერთმანეთს ახლა გუნდია , რომელსაც შეუძლია ქუთაისის სახელოვნებო სივრცე უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოს“.

თუმცა ნატალია ვაწაძე  იმაზეც მიუთითებს, რომ ამ პროცესს შეიძლება ხელი შეეშალოს ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების: : ე.წ რუსული კანონისა და კანონი LGBთ პროპაგანდის შესახებ, მიზეზით.

ეს კანონები არა მხოლოდ სახელოვნებო სივრცეებს ჩაკეტავს, არამედ დააზარალებს ყველა სფეროს საქართველოში, მიაჩნია ხელოვანს.

"რუსული კანონი" ქვეყანას უკან დასწევს , მოკლავს ახალგაზრდებსთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას, შეაჩერებს სოფლის მეიუნეობაში ევროკავშირის მრავალ პროგრამას,აღარ დაფინანსდება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, აღარაფერს ვამბობ სახელოვნებო პროექტებზე რომელთა დაფინანსების ძირითად წყაროს სწორედ ევროკავშირი წარმოადგენს. საქართველოს მსოფლიო სწორედ მისი კულტურით, ხელოვნებით იცნობს და მსგავსი კანონი ამ მიმართულებების განვითარებას აჩერებს".

ნატალია ვაწაძეს მიაჩნია, რომ ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი არ არის კულტურა, ამაზე  (ჩვენი პარტნიორები (ევროკავშირი და ამერიკის შერტებული შტატები) ზრუნავენ.
მაშინ, როდესაც კულტურაა ის ერთადერთია, რაც ქმნის ჩვენ იდენტობას, ამბობს არტისტი.

"რუსული კანონი", რუსული პოლიტიკაა, რომელიც ცდილობს ქვეყანას წაუშალოს იდენტობა", - მიაჩნია ნატალიას. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს EU4Culture ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.