დღეს, 8 ივლისს, აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას ორ სესიად
აბარებენ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ დღეს განაწილებულ
აბიტურიენტთაგან 93%-ზე მეტი გამოცხადდა, დაიგვიანა სამმა
აბიტურიენტმა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე
დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს
აბიტურიენტებს, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ
ინფორმაციას - ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები, 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის
გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით
დასრულდება.
2024 წლის გამოცდებისათვის სულ 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა,
მათ შორის - ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - 47 000-ზე მეტი
აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის - 3 000-ზე მეტი
სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე
მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლის გამოცდისათვის
კი 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი.
მასალის გამოყენების პირობები