ახალი ამბები
რამდენად არის დაკავშირებული რუსული კანონი უსაფრთხოების საკითხებთან - შეხვედრა ქუთაისში
FaceBook
ხელისუფლების მიერ მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" იგივე რუსული  კანონი რომ საგარეო უსაფრთხოების საკითხებთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ამაზე ისაუბრა "რონდელის ფონდის" მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა.
ის ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აქტიურ მოქალაქეებს შეხვდა. 

"გვინდა, ჩვენი სათქმელი გითხრათ "რუსულ კანონთან" დაკავშირებით, ასევე, მოვისმინოთ თქვენი აზრი ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე და ვიმსჯელოთ, მომავალში რა შეიძლება გაკეთდეს, რადგან საქართველოს მომავალი იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში", - მიმართა შეხვედრის დასაწყისში ზურაბ ბატიაშვილმა დამსწრეებს.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი ქვეყანა ჰგავს ადამიანს: როგორც ადამიანი ფიქრობს საკუთარ მომავალზე, ყოფაზე, უსაფრთხოებაზეც ასევე ფიქრობს. 
ქვეყანას კი ამისთვის სჭირდება გეზი, სად უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს, რა გარემოში.

"არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთი ჩვენი მტერია, რომლისთვისაც იდეაში მიუღებელია საქართველოს სახელმწიფოს არსებობა. როცა არის საუბარი, რომ დაველაპარაკოთ, კი ბატონო, მაგრამ რაზე? ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაბრუნებაზე დაველაპარაკოთ? რუსეთისთვის იდეალური იქნებოდა, როგორც საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო - კი, ერქვა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, მაგრამ რა უფლება ჰქონდა ამ რეალობაში, ხომ ვიცით? - არაფრის. ვინც უფრო ასაკოვანი ადამიანია ახსოვს, რომ ელემენტარული, დისერტაციასაც ვერ დაიცავდი, თუ მოსკოვიდან თანხმობა არ გქონდა",- განმარტა ზურაბ ბატიაშვილა. 

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "გამჭვირვალობის" კანონი გვავალდებულებს პირადი ინფორმაციის მიწოდებას, რაც საბჭოთა კავშირშიც არ ხდებოდა, რომ ამ უკანასკნელში იურიდიულად მაინც არსებობდა ადამიანის უფლებები. 

მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის ბედი ახლა ჩვენს ხელშია და ის მოახლოებულ არჩევნებზე წყდება.  

"შეიძლება ბევრი პოლიტიკოსი არ მოგვწონდეს, მეც ბევრი არ მომწონს, მათ შორის ოპოზიციაში, მაგრამ იმაზეც თანახმა ვარ, რომ ერთიანი სია იყოს და იმ ერთიან სიას მივცეთ ხმა. იმაზეც თანახმა ვარ, რომ ცალ-ცალკე იყვნენ და იმასაც მივცე ხმა, ოღონდ გადალახონ ის 5%, იმიტომ რომ ალტერნატივა არ არის. საბჭოთა კავშირში დაბრუნება არავის გვსურს.

მახსოვს ეს საშინელება, როცა ხალხი ჩუმად საუბრობდა, ერთმანეთს რაღაცას ყურში ჩასჩურჩულებდა, რომ ვიღაცას არ გაეგო, მერე ხმა არ მიეტანა სადღაც და პრობლემები არ შექმნოდა. არ მინდა ამაში დაბრუნება, მით უმეტეს, ახალგაზრდებს, რომლებიც დადიან ევროპაში და მთელი პროპაგანდის მიუხედავად, თითქოს რომ დასავლეთი გვყვრნის და ა.შ. საკუთარი თვალით ხედავენ, რომ ეს ასე არ არის. თუ ჩვენ იმაზე ვთანხმდებით, რომ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა დავაკმაყოფილოთ პირობები",- განმარტა ზურაბ ბატიაშვილმა. 



შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. კითხვები ძირითადად ოკუპანტის ქვეყნისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხს შეეხო. კითხვაზე: რა ფორმატში შეიძლება ვაწარმოოთ რუსეთთან მოლაპარაკება, ან საერთოდ თუა შესაძლებელი, ამაზე "რონდელის ფონდის" მკვლევარმა კიდევ მკაფიოდ თქვა, რომ სანამ რუსეთი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, მასთან მოლაპარაკება აზრი არ აქვს, სტრატეგიული თანამშრომლობა გამორიცხულია. "მშვიდობა ევროპაშია, ომი კი არის იქ, სადაც არის რუსეთი". 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზეც. 

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი), რომელიც 1998 წელს დაარსდა, პოლიტიკის ანალიზის დამოუკიდებელი ცენტრია, რომელიც მოწოდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოში საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებას კვლევისა და ანალიზის გზით. ფონდის საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს და რეგიონული თანამშრომლობის გაფართოებას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.