ახალი ამბები
რა უნდა აშენდეს საკონსერვო ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე - განაშენიანების გეგმა
FaceBook
ქუთაისში, ასათიანის ქუჩის №96-სა და მის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე, მაღალი კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.
ჩვენს ხელარსებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩაზე სულ 15 მრავალბინიანი სახოვრებელი სახლი უნდა განთავსდეს.

საუბარია 79 502 კვ მ (დაახლოებით 8 ჰა-მდე) ფართობის ტერიტორიაზე, რომელიც 16 მიწის ნაკვეთს მოიცავს, სადაც 5-11 სართულიანი შენობები უნდა განთავსდეს.

"დაგეგმილი განაშენიანება იქნება ქალაქ ქუთაისში პირველი თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც თითოეული საცხოვრებელი სახლისთვის გათვალისწინებული იქნება ღია და გამწვანებული სივრცეები, სპორტული მოედნები, გამართული გზათა ქსელი და სახანძრო უსაფრთხოების ყველა სტანდარტი",- ვკითხულობთ დოკუმენტში. 

ამავე დოკუმენტის (გამაშენიანების გეგმის) მიხედვით, ასათიანის ქუჩაზე მდებარე 12 მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ განვითარდება, ხოლო ერთი მიწის ნაკვეთი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას დაეთმობა.

შენობების პირველი სართულები დატვირთული იქნება კომერციული ფუნქციით (კომერციული ფართების ნაწილი გათვალისწინებულია კაფე-ბარებისთვისა და მცირე ზომის რესტორნებისთვის), ხოლო ერთი მიწისქვეშა სართული და მიწისზედა მეორე სართული გამოყოფილი იქნება ავტოსადგომებისთვის.

ტერიტორიაზე 1007 (სავარაუდო რაოდენობა) მიწისზედა ავტოსადგომის განთავსება იგეგმება, თუმცა, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რაოდენობა, მიწის ნაკვეთებზე არქიტექტურული პროექტის დამუშავების ეტაპზე, კანონმდებლობის შესაბამისად, დაზუსტდება.


ასეთი უნდა იყოს მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი ასათიანის ქუჩაზე (პირველადი ვერსია, მსგავსი პროექტი)

საპროექტო ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია გამჭოლი სამანქანო გზების დაგეგმარება, რომლებიც დააკავშირებს სოხუმის ქუჩას არხის ქუჩასთად. ასევე, დაგეგმილი გზის მეშვეობით გათვალისწინებულია ნინოშვილის მე-17 ჩიხის გახსნა და დაკავშირება ლ. ასათიანის ქუჩასთან.

დოკუმენტში ხაზგასმით წერია ისიც, რომ ტერიტორიაზე "მაქსიმალურად უნდა იქნეს შენარჩუნებული არსებული ხე-ნარგავები, ხოლო მათი მოჭრის ან გადარგვის აუცილებლობის შემთხვევაში საკითხი შეთანხმდეს შესაბამის სამსახურებთან".

განაშენიანების პროექტის სიცოცხლისუნარიანობის შეფასებასა და SWOT-ის ანალიზში (სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდი) აღნიშნულია, რომ ობიექტის მშენებლობის ძლიერ მხარედ მიჩნეულია: კარგი ლოკაცია საცხოვრებელი უბნისთვის, კონკურენტუნარიანი კონცეფცია და ძლიერი ფინანსური პარტნიორები. საფრთხეებში კი აღნიშნულია რეგიონში დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობა და ინფლაცია.

დოკუმენტაცია შპს „ლუჯი ჰაუსის“, შპს „ალგა ჯგუფის“, შპს „ჯი ენდ ჯისა“ და შპს „ქუთაისი დეველოპმენტ გრუპის“ დაკვეთით არის დამუშავებული. სწორედ ეს ოთხი კომპანია აშენებს ასათიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კომპლექს. აღსანიშნავია, რომ შპს "ლურჯი ჰაუსი", რომლის მეპატრონეც მიხეილ ჩუბინიძეა, ასევე აშენებს კინოთეატრ "სულიკოს" ყოფილი შენობის ადგილას მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს და ამასთანავე, პრესის სახლის ადგილას 5-ვარსკვლავიან სასტუმროს. 

ქუთაისში, ასათიანის ქუჩა N 96-ში არსებული მიწის ნაკვეთები (საკონსერვო ქარხნის ყოფილი ტერიტორია), მერიამ გასული წლის ივლისში 88 050 00 ლარად გაყიდა, მიმდინარე წლის მარტში კი საკრებულომ აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე ნებართვა გასცა. 

საქართველოს მთავრობამ აუქციონზე 43 მილიონ 746 250 ლარის ღირებულების 24 ობიექტი 2022 წლის ივნისში გაიტანა. მაშინ, საპრივატიზაციოდ მომზადებული ქონების კატალოგში აღმოჩნდა ასათიანის ქუჩაზე მდებარე ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხანაც, თუმცა აუქციონზე გატანილი ობიექტებიდან მხოლოდ ერთი გაიყიდა. შედეგად, ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში და მის მიმდებარედ არსებული 23 უძრავი ქონება გასაყიდად, ელექტრონულ აუქციონებზე განმეორებით გამოიტანა.

მთავარ ფოტოზე: პირველადი ვერსია (მსგავსი პროექტი).

ამავე თემაზე:

ქუთაისში, საკონსერვო ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.