ახალი ამბები
სტიქია ბაღდათში - წაღებული გზის სავალი ნაწილი და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი 260 ოჯახი
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, 20 ივნისის ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ხანისწყალი ადიდდა.

ადიდებულმა მდინარემ სოფელ ხანთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი წაიღო, რის გამოც მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

სოფელ ხანს, სადაც 260 ოჯახი და 600-მდე ადამიანი ცხოვრობს, არც ელექტროენერგია მიეწოდება, ვინაიდან ადიდებულმა მდინარემ ელექტროგადამცემი ბოძებიც დააზიანა.

როგორც მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, სოფელოში ელექტროენერგიის აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება, რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, მათივე განმარტებით, სოფლის მოსახლეობა გარესამყაროს მოწყვეტილი არ არის და ამ დროისთვის ალტერნატიული, შემოვლითი გზით სარგებლობს.

სტიქიამ ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყლის მწარმოებელი საწარმო "ზეკარიც" დატბორა და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ივნისამდე, საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.