ახალი ამბები
ქუთაისის მერის მოადგილეები ამერიკაში იმყოფებიან
FaceBook
ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე იუზა უგულავა სამუშაო ვიზიტით  ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან.
ისინი ფლორიდის შტატში, ეკონომისტთა და ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე მიიღებენ მონაწილეობას.

პარტიაში განმარტავენ, რომ ფლორიდაში ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ყაზბეგის, გარდაბნის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მერები გაემგზავრნენ, თუმცა ქუთაისის მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა გასულ წელს უკვე მიიღო, შესაბამისად, წელს მისი მოადგილეები ესწრებიან.

მერები და მათი მოადგილეები საქართველოს 10 მუნიციპალიტეტიდან აშშ-ში 5-დღიანი ვიზიტით იმყოფებიან.

კონფერენციაზე განსახილველი თემებია: საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და პროგრამული ბიუჯეტირება; ბიუჯეტირების ეფექტიანობის შესახებ სიახლეებისა და მიგნებების განხილვა.

„ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ვიზიტი „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის“ მიერაა დაფინანსებული, ასევე, ნაწილობრივი ხარჯი გაიღეს შესაბამისმა მუნიციპალიტეტებმაც.

ქუთაისის მერიის თანამდებობის პირები, ისევე როგორც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები რუსული კანონის მხარდამჭერები არიან, რომლიც მიხედვითაც მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსი მიენიჭება.










Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აეროპორტში, მგზავრების ავტობუსის ტიპის სატრანსპორტო
მომსახურებასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევა ცხადდება. 
11:35 / 05.11.2024
ქუთაისის აეროპორტში, მგზავრების ავტობუსის ტიპის სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევა ცხადდება
ქუთაისის მერიამ, არჩევნებამდე ცოტა
ხნით ადრე, მუხნარის ტყე-პარკში გამართული კონცერტისთვის 92 000 ლარზე
მეტი დახარჯა.
11:04 / 05.11.2024
ქუთაისის მერიამ, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მუხნარის ტყე-პარკში გამართული კონცერტისთვის 92 000 ლარზე მეტი დახარჯა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.