ახალი ამბები
"ოცნება" რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევას დღეს აპირებს
FaceBook
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რუსული კანონზე დადებული პრეზიდენტის ვეტო დღეს, 28 მაისს, განიხილება.

სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. დეპუტატები ჯერ პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ, შემდეგ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დაიწყება, ბოლოს კი კენჭისყრები.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან რუსული კანონის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან, კიდევ ერთი აქცია კი პარლამენტის წინ 17:00 საათზეა დაგეგმილი.

იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულად ჩაითვალოს, რუსულ კანონს მხარი მინიმუმ 76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს.

ვეტოს დაძლევის შემდეგ აღარ რჩება არანაირი სამართლებრივი ან პროცედურული ბერკეტი, რაც საქართველოში რუსული კანონის ამოქმედებას ხელს შეუშლის.

რუსულ კანონს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მესამე, საბოლოო მოსმენით მხარი 14 მაისს დაუჭირა. 18 მაისს კი კანონს ვეტო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადო.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით
დასრულდება.
09:37 / 26.07.2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე
18:14 / 25.07.2024
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე "Pაris 24",  26 ივლისს გაიხსნება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.