ახალი ამბები
რაჭაში, მსოფლიო ბანკი ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეებისა და კედლების მოწყობას 4,2 მლნ ლარით აფინანსებს
FaceBook
საქართველოს მთავრობა, რაჭაში, 4,2 მლნ. ლარის ღირებულების კლიმატური მდგრადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტში, 5 ლოკაციაზე პარალელურად მიმდინარეობს.

უფრო კონკრეტულად, პროექტის ფარგლებში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 5 სხვადასხვა მდებარეობაზე (კმ106.6-კმ109, კმ109.5, კმ114, კმ119, კმ125) ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამბა, ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები და ბეტონის კედელი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ეწყობა.



პროექტის ღირებულება 4,2 მილიონი ლარია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.

როგორც გზების დეპარტამენტში განმარტავენ, მიმდინარე სამუშაოები ხელს შეუწყობს გზაზე უსაფრთხო, კომფორტულ გადაადგილებას, მოსალოდნელი მავნე ზეგავლენის პრევენციას და კლიმატური მდგრადობის უზრუნველყოფას.

"ქართულმა ოცნებამ" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტი 3 აპრილს მეორედ დააინიციირა, მესამე მოსმენით კი, 14 მაისს, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო. კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის", ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, "უცხოური ძალის" სტატუსს მიანიჭებს. არადა, რომ არა დონორების ფინანსური დახმარება, შესაძლოა, დღეს, პროექტების დიდი ნაწილი საქართველოში არც განხორციელებულიყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საჯარო სკოლებში 2023-2024 სასწავლო წელი დასრულდა.
11:19 / 14.06.2024
საჯარო სკოლებში 2023-2024 სასწავლო წელი დასრულდა.
რუსული ავიაკომპანია Azimuth-ი რუსეთთან პირდაპირ რეისებს ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეასრულებს.
09:40 / 14.06.2024
რუსული ავიაკომპანია Azimuth-ი რუსეთთან პირდაპირ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეასრულებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.