ახალი ამბები
“მე და ევროპა” – ქუთაისში დოკუმენტური ფილმის ჩვენება-დისკუსია გაიმართა
FaceBook
ქუთაისში, მედიის განვითარების ფონდმა (MDF), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, დოკუმენტური ფილმის “მე და ევროპა” ჩვენება-დისკუსია გამართა.

გიორგი ქველიძის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა, საქართველოს 4 რეგიონში: კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და იმერეთში გადაღებულ ოთხ ამბავს აერთიანებს და ევროპასთან საქართველოს საერთო ღირებულებებზე – მრავალფეროვნებაზე, თანასწორობაზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, 4 ადამიანის პერსპექტივიდან მოგვითხრობს.

ფილმის ჩვენებას, რომელიც სასტუმრო "მეფე დავითში", ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა, მოსწავლეები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ეს არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ფილმების ჩვენებისა და დისკუსიების ციკლი, რომელსაც სხვადასხვა ქალაქში ვატარებთ. დღეს უკვე მეშვიდე შეხვედრაა, ჩავატარეთ თბილისში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში. დღეს ჩამოვედით ქუთაისში და ხვალ მივდივართ გურიაში. ფილმი არის ოთხი სხვადასხვა ისტორია. მრავალფეროვნებას, დემოკრატიას, თავისუფლებასა და თანასწორობას - ამ საკითხებს მოიცავს. ეს არის ფილმი ევროპაზე, როგორა ვართ ჩვენ ევროპელები, რომ ევროპა ძალიან შორის კი არ არის ჩვენგან, ჩვენ ვართ ევროპა. ფილმი ევროპულ ღირებულებებზეა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის",- ამბობს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე მაკო ჭილაშვილი. 

ფილმის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომელსაც ისტორიკოსი და ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძე უძღვებოდა.

საინფორმაციო კამპანიის “მე და ევროპა” ფარგლებში, მედიის განვითარების ფონდი (MDF) აღნიშნული ფილმის ჩვენება-დისკუსიას თბილისსა და საქართველოს 8 რეგიონში მართავს (მარტი-ოქტომბერი): კახეთი (ყვარელი), სამცხე ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი), ქვემო ქართლი (მარნეული), იმერეთი (ქუთაისი), აჭარა (ბათუმი, ხულო), გურია (ლანჩხუთი) და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე (ამბროლაური).



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საჯარო სკოლებში 2023-2024 სასწავლო წელი დასრულდა.
11:19 / 14.06.2024
საჯარო სკოლებში 2023-2024 სასწავლო წელი დასრულდა.
რუსული ავიაკომპანია Azimuth-ი რუსეთთან პირდაპირ რეისებს ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეასრულებს.
09:40 / 14.06.2024
რუსული ავიაკომპანია Azimuth-ი რუსეთთან პირდაპირ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეასრულებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.