ახალი ამბები
2023 წელს სამუშაო ადგილზე 34 ადამიანი გარდაიცვალა - შრომის ინსპექცია
FaceBook
შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის საანგარიშო პერიოდში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა 34 ადამიანი, ხოლო 347 პირი დაშავდა.

გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა მშენებლობის სფეროში იყო.

სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 34 პირიდან ყველა კაცია, ხოლო დაშავებულთაგან 100 ქალი და 247 კაცი.


რაც შეეხება არასრულწლოვანთა შრომით უფლებებს, ანგარიშის მიხედვით, 18 წლამდე არასრულწლოვანის შრომითი უფლებების აღსრულებაზე ზედამხედველობის შედეგად 2023 წლის საანგარიშო პერიოდში დარღვევა გამოვლინდა 11 სამუშაო ადგილზე 23 არასრულწლოვანთან მიმართებით.

უწყების ინფორმაციით, გამოვლენილი დარღვევების შედეგად საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსი"-ს შესაბამისად გაიცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი - დაჯარიმების შესახებ და ჯამში, არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევის საფუძვლით, ჯარიმის ოდენობამ 64 400 ლარი შეადგინა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები


საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ
იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31
მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში
მდებარეობს.
14:40 / 18.05.2026

საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31 მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში მდებარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო
შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი
კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ
რეაგირებაზე იმუშავებს.
11:28 / 18.05.2026
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ რეაგირებაზე იმუშავებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.