ახალი ამბები
ქუთაისში ლუდი "აია" განახლებული სახით ბრუნდება
FaceBook
ქუთაისში უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია "დვალიშვილი" ლუდის ჩამოსხმას და რეალიზაციას გეგმავს.
ლუდის კლასიკური სახეობის ექსპერიმენტული ხარშვა საწარმოში დღეს განხორციელდა.

"დახვეწილი და სტაბილური ლუდი იქნება, კლასიკური ალაოს ლუდი, გაფილტრულიც და გაუფილტრავიც, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში იქნება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დასუფთავება და შემოწმება. ისეთი ლუდი იქნება, ნებისმიერ რეგიონში უპრობლემოდ შევა,"- განმარტა ლუსახარშის ტექნოლოგმა, გიორგი ზუმბაძემ.

ახალი ლუდი ბაზარზე ძველი სახელწოდებით "აია" გამოჩნდება.

უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია "დვალიშვილი" 700 000 ლარამდე თანხის ინვესტირებას გეგმავს. ინვესტიციის ნაწილით ქუთაისში, ჭავჭავაძის #8-ში ლუდის ეზოს მოწყობაც იგეგმება.

"ლუდის ეზო იქნება კომპლექსი, სადაც გაკეთდება ლუდის ბარი და საფირმო მაღაზია," - განაცხადა კომპანიის მფლობელმა, ამბერკი დვალიშვილმა.

კომპანიაში ასევე, მიმდინარე წლის შემოდგომიდან ღვინის წარმოებას აანონსებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.