ახალი ამბები
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ორმაისობას ქუთაისში, ასსაფეხურიან კიბეებთან
FaceBook
გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების უმეტესობა, წელს, ასსაფეხურიან კიბეებთან ჩატარდება.
გარკვეული აქტივობებით დაიტვირთება მისი მიმდებარე ტერიტორიაც.

კერძოდ, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, ფოტოზონები, საბავშვო-გასართობი აქტივობები, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი, "მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის" მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, პერფორმანსები, მსახიობთა დასის წარმოდგენები.

აღნიშნული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათზე გალა-კონცერტით დასრულდება, რისთვისაც ასსაფეხურიან კიბეებთან სასცენო კონსტრუქცია დამონტაჟდება.

აღნიშნულის გამო, ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მოძრაობა და პარკირება სრულად შეიზღუდება აღმაშენებლის ქუჩის N5-იდან 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიამდე (გზის სავალი ნაწილის ორივე ზოლი).

მოძრაობა ასევე შეიზღუდება სადგურის ქუჩა N15-იდან სპორტულ მოედნამდე, სადაც საბავშვო გასართობი ატრაქციონები უნდა განთავსდეს და დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ, სადაც ვინტაჟური ავტომობილების გამოფენა უნდა მოეწყოს.

გვირილობის აღნიშვნა ბაგრატის ტაძარში ქუთაისის დალოცვით დაიწყება და სამი ოთარის ძეგლის პატივგებით გაგრძელდება. დაგეგმილია ასევე ჯომარდობა მდინარე რიონზე.

ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის აღნიშნვა 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა მკურნალობას ხმარდებოდა.


ამავე თემაზე:

ქუთაისში,1-3 მაისს, "გვირილობასთან" დაკავშირებით მოძრაობა შეიზღუდება

რა ღონისძიებები გაიმართება ქუთაისში "გვირილობის" აღსანიშნავად (პროგრამა)

ქუთაისის მერიამ "ორმაისობისთვის" მზადება დაიწყო


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მთავრობა, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად
ავიაბილეთებს აბსუსიდირებს.
13:11 / 20.05.2024
საქართველოს მთავრობა, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად ავიაბილეთებს აბსუსიდირებს.
მე-12 კლასელები დღეს სკოლის დამთავრებას ზეიმობენ.
12:43 / 20.05.2024
მე-12 კლასელები დღეს სკოლის დამთავრებას ზეიმობენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.