ახალი ამბები
"ამ კანონის დედაარსია, ღირსება შეულახონ კრიტიკული აზრის მქონე ადამიანებს"- აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, ხელისუფლების მიერ ინიცირებული რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა.

რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, დღეს, მერიასთან შეიკრიბნენ და "ოცნებას" კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ ამ კანონის მიღების წინააღმდეგები არიან. 

აქციის მონაწილეების თქმით, ეს კანონი არ არის გამჭვირვალობის შესახებ და ვერც უზრუნველყოფს ვერანაირ გამჭვირვალობას, რადგანაც ის ისედაც უზრუნველყოფილია.

მათივე განმარტებით, ეს კანონი თავისი შინაარსითა და გზავნილებით, რუსეთში, 2012 წელს მიღებულ კანონს გავს, შესაბამისად, მისი მიღება დაუშვებელია.

„ამ კანონის მთელი დედაარსი არის ის, რომ ღირსება შეულახონ კრიტიკული აზრის მქონე ადამიანებს. ამასთან, ეს კანონი აკანონებს ხელისუფლების გადაჭარბებულ ძალაუფლებას და ტოტალურ კონტროლს განსხვავებული აზრის სექტორებზე. ასევე, აკანონებს დასმენების კულტურას და გვაბრუნებს 37 წელში. ამასთან, ეს კანონი ყველაზე დიდ საფრთხეს შეიცავს ჩვენი საგარეო კურსთან მიმართებით და ამას გვეუბნებიან ის ადამიანები, რომლებმაც ევროკავშირში უნდა მიგვიღონ. იმედი მაქვს, საქართველოს მოქალაქეები სწორად განსჯიან ყველაფერს, რადგან ამ კანონის მიღებიდან უკვე სამ თვეში მის შედეგებს იგრძნობენ", - განმარტავს სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ "თაობათა დიალოგის" თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე.

"ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იხილავს. ამის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან. 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად "ჩაგდებული" პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, პირველად, გასულ წელს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების ჯგუფის, „ხალხის ძალის“, მიერ დარეგისტრირდა. მას პირველ მოსმენაზე 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რასაც საზოგადოების მასობრივი პროტესტი მოჰყვა, ამიტომ მთავრობას მისი უკან გაწვევა მოუწია.

ამასთანავე,  "ქართული ოცნების“  წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ კანონპროექტს უკან აღარ დააბრუნებდნენ, თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ ხელმეორედ მაინც დააინიციირეს.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.