ახალი ამბები
"ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა"- ზესტაფონში ერთი პირი დააკავეს
FaceBook
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ გასული ოქტომბრის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, პ.გ.-მ, ზესტაფონში, სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა.

„აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. იმავე დღეს, სახლში დაბრუნებისას, პ.გ-მ, მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მისი დამშვიდების მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რამდენიმე აბი წამალი დაალევინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე არასრულწლოვნის თანდასწრებითაც ძალადობდა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, საქმეზე გამოძიება დაიწყო.

პროკურატურასთან თანამშრომლობით, სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, პ.გ დააკავეს, მას ბრალდება დღეს წარედგინება. 

დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი
ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.
15:45 / 06.07.2026

მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის
ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.
09:20 / 05.07.2026
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.