ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე, მგზავრებს, დღეიდან, 3 უახლესი SHUTTLE BUS-ი მოემსახურება.
სამგზავრო ავტობუსის საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შეიძინა, რისთვისაც ტენდერი გასული წლის ბოლოს გამოაცხადა.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, ავტობუსების განრიგი ფრენებზე იქნება მორგებული და 1 გზის საფასური 5 ლარი იქნება. ანგარიშსწორებას კი ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებით შეძლებთ.

მათივე ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან შატლები ქალაქის ცენტრში მდებარე DMO იმერეთის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით იმოძრავებენ და უკან ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდებიან.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით წლის ბოლომდე მუნიციპალური ტრანსპორტიც დაინიშნება.

ელექტროავტობუსის შესაძენად ტენდერი კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს უკვე გამოცხადებული აქვს. შედეგად, ქუთაისსა და კოპიტნარის აეროპორტს შორის რეგულარული სვლაგეზის შესასრულებლად 2 ახალი ელექტროავტობუსი დაინიშნება, რომელიც მუნიციპალიტეტს გადაეცემა.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა. ამ ხნის განმავლობაში აეროპორტიდან ქალაქამდე დამაკავშირებელი ტრანსპორტის დანიშვნა ვერ ხერხდებოდა, რაც ჩამოსული ვიზიტორების უკმაყოფილებას იწვევდა.


ამავე თემაზე:

ქუთაისსა და აეროპორტს შორის დამაკავშირებელი მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა

შეუსრულებელი დაპირების შემდეგ, მერი აეროპორტისკენ ავტობუსების დანიშვნას წელსაც აანონსებს

ქუთაისსა და აეროპორტს შორის დამაკავშირებელი ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა

მერიის შეუსრულებელი დაპირება - აეროპორტი ქუთაისს მუნიციპალური ტრანსპორტით ისევ ვერ დაუკავშირდა

"ვადებზე ვერაფერს გეტყვით" - ქუთაისსა და კოპიტნარის აეროპორტს შორის ტრანსპორტის დანიშვნა წლებია ვერ ხერხდება

2023 წლიდან, შესაძლოა, ქუთაისსა და აეროპორტს შორის მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნოს


Print