ახალი ამბები
ევროპის ჩემპიონატისთვის Wizz air ბილეთების ფასს ზრდის
FaceBook
ავიაკომპანია Wizz air-მა 10-17 ივნისისთვის გერმანიის მიმართულებით ბილეთების ფასი გაზარდა.
10 ივნისისა და 17 ივნისის ბილეთებს შორის ფასი თითქმის 3-ჯერ არის მომატებული.

10 ივნისს ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით ბილეთი 609 ლარი ღირს, 17 ივნისს კი 1 375 ლარი. დორტმუნდიდან ქუთაისისკენ 14 ივნისის ფრენა 319 ლარი, 21 ივნისს კი 1 060 ლარი.

შედეგად გამოდის, რომ საქართველო-თურქეთის ნაკრების თამაშზე ფეხბურთის გულშემატკივრებს გერმანიაში ფრენა ძვირი დაუჯდებათ.

26 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 4:2 და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის უფლება მოიპოვა. 

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი თამაში 18 ივნისს გერმანიაში, დორტმუნდშია დაგეგმილი.  საფეხბურთო გუნდი თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.


წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print