ახალი ამბები
"დაცარიელდა ქალაქი" - ენმ-ის ქუთაისის ორგანიზაცია მიგრაციას აპროტესტებს
FaceBook
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი ქუთაისში მიგრაციაზე საუბრობს.
მისი თქმით, ბოლო 12 წლის მანძილზე ქუთაისის მოსახლეობამ მნიშვნელოვნად იკლო, რაც მისი შეფასებით, არასწორი პოლიტიკის შედეგია. 

ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა, ერთპარტიული მმართველობა და გაზრდილი ფასები - თემურ ცამციშვილის თქმით, სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებენ იმას, რომ ქუთაისელები ასე მასობრივად ტოვებენ ქალაქს. 

''2012 წლიდან დღემდე საქართველო 800 ათასმა ადამიანმა დატოვა, აქედან დიდი წილი მოდის ქუთაისზე. 12 წლის მანძილზე ქუთაისის მოსახლეობა 240 ათასიდან 120 ათასამდე შემცირდა.  დაცარიელდა ქალაქი და მოსახლეობის რაოდენობით მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ჩვენ თუ პოლიტიკური ცენტრი ვიქნებოდით, ასეთი სტატისტიკა არ გვექნებოდა,''-ამბობს თემურ ცამციშვილი. 

მისი თქმით, გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებასა და კოალიციურ მთავრობაშია.

მიგრაციაში პრობლემას ვერ ხედავს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი. ის თვლის, რომ ქუთაისელებს საზღვარგარეთ წასვლაში ხელი არ უნდა შეუშალონ, რადგან ევროპაში სამჯერ მეტი ხელფასებია, რასაც მათ ქუთაისში არავინ მისცემს. გარდა ამისა, იოსებ ხახალეიშვილის თქმით, ადამიანები, რომლებიც ემიგრაციაში სამუშაოდ მიდიან, საქართველოში მეტი გამოცდილებით და ახალი უნარ-ჩვევებით დაბრუნდებიან.

ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით საქართველოში მეოთხე ადგილზეა. ქალაქმა მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქის სტატუსი სამი წლის წინ დაკარგა, ის ბათუმმა ჩაანაცვლა. 2023 წელს კი ქუთაისზე მეტი მოსახლეობა რუსთავში აღირიცხა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.