ახალი ამბები
ქუთაისში ავტობუსი საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა
FaceBook
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, მუნიციპალურ ავტობუსს "წრიულს" საკანალიზაციო ჭაში ბორბალი გაეჭედა.

"უხვევდა და მოხვევისას აღმოჩნდა ჭაში, ვეღარ მიდის ახლა", - განმარტა ერთ-ერთმა მგზავრმა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

წერეთლის ქუჩაზე საკანალიზაციო ჭის თავებს ცვლიან, ამიტომ, სამუშაოების გამო, გზა ისტორიული მუზეუმიდან ბალახვნის ცენტრამდე გადაკეტილია.

დროებით შეცვლილია მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზებიც.
Print