ახალი ამბები
პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობით იმერეთი მესამე ადგილზეა
FaceBook
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 15 5 000 სტუდენტი ჩაირიცხა.

ეს მაჩვენებელი გაზრდილია  2022 წელთან შედარებით. (9.9 %-ით მეტი).

რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობით ლიდერობს თბილისი (38.1%), რომელსაც მოსდევს აჭარა (17.2%), იმერეთი (10.4%), სამერელო-ზემო სვანეთი (9.7%), კახეთი (4.8%) და ქვემო ქართლი (7.8%).

2023 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 264 სტუდენტი ჩაირიცხა, აქედან რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა ქ.თბილისში (42.4%),
მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი (10.2%). მესამეზე - იმერეთი - 9,5%. ასევე, საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს, პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 8.1 ათასი შეადგინა. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (26.4%), მომსახურებების (19.2%), ბიზნესის, ადმინისტრირების დასამართლის (13.1%) პროგრამებზე.

2023 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 96 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 54 საჯარო, ხოლო 42 - კერძო.
Print