ახალი ამბები
პარლამენტის საშვთა ბიუროს ყოფილი შენობის რემონტისთვის 100 000 ლარამდე დაიხარჯა
FaceBook
ქუთაისში, პარლამენტის საშვთა ბიუროს ყოფილი შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის 92 595 ლარი დაიხარჯა.
შენობას, სადაც მალე შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი განთავსდება, რეაბილიტაცია ტენდერში [NAT230013876] გამარჯვებულმა შპს „პროფკონსტრუქშენმა“  ჩაუტარა.

შრომის ინსპექციის სამსახურს სახელმწიფო შესყიდვა, ამჟამად, ოფისის საჭიროებისათვის ტურნიკეტისა და დროის აღრიცხვის სისტემის, ასევე ვიდეოთვალთვალის კამერების შეძენაზე აქვს გამოცხადებული.

რა ფორმით და ვადით გადაეცა შრომის ინსპექციას საოფისე ფართი, ამაზე, უწყებაში გვითხრეს, რომ ოფისი მალე გაიხსნება და ეს ინფორმაციაც მაშინ გახდება ცნობილი.

აბაშიძის ქუჩაზე, საშვთა ბიუროს ყოფილ შენობაში განთავსებული ინსპექციის სამსახური მოქალაქეებს, შრომითი უფლებების დაცვის, ასევე საჭირო პროცედურების განხორციელების მიმართულებით გაუწევს კონსულტაციებს.

შრომის ინსპექციას, ამ ეტაპზე, ერთი რეგიონული ოფისი აჭარაში აქვს, მეორე, ცენტრალური კი - თბილისში.

შენობაში, რომელიც მალე შრომის ინსპექციის სამსახურის ფილიალი იქნება, 2012 წლიდან, პარლამენტის ყოფილი შენობის საშვთა ბიურო იყო განთავსებული. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისიდან გადაიტანეს (2019 წლიდან), საშვთა ბიუროს შენობა უფუნქციო და მიტოვებული იყო.


ამავე თემაზე:

ქუთაისში, პარლამენტის საშვთა ბიუროს შენობაში, შრომის ინსპექციის სამსახური განთავსდება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.