ახალი ამბები
ყაჩაღობა ტყიბულში - სწრაფი გადახდის აპარატიდან 14 000 ლარი წაიღეს
FaceBook
ყაჩაღობაში მონაწილე პირებს სახე ე.წ "სკოჩით" ჰქონდათ დაფარული


ტყიბულში ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მდებარე თი-ბი-სი ფეის ჩასარიცხი აპარატი დააყაჩაღეს.

შემთხვევა ერთი თვის წინ, ღამის საათებში მოხდა. როგორც ადგილობრივებმა ქუთაისიპოსტს განუცხადეს, აპარატიდან 14 000 ლარია წაღებული.

მათივე ინფორმაციით, ყაჩაღობის ფაქტი სუპერმარკეტის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. თუმცა, პოლიციამ დამნაშავეების ამოცნობა ამ დრომდე ვერ შეძლო, რადგან ყაჩაღობაში მონაწილე პირებს სახე ე.წ "სკოჩით" ჰქონდათ დაფარული და მხოლოდ თვალები უჩანდათ.

თიბისი ფეის ჩასარიცხი აპარატის დაყაჩაღებაში მონაწილე პირები ამ დრომდე დაკავებული არ არიან.

ტყიბულში თიბისი ფეის სწარაფი ჩასარიცხი აპარატის დაყაჩაღების ფაქტს შს სამინისტროში ადასტურებენ. სამინისტროს პრეს-სამსახურის განმარტებით, საქმე აღძრულია სსკ 77-ე მუხლით, რაც ქურდობის ფაქტს ითვალისიწინებს და მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.