ახალი ამბები
"სახლი ავარიულია" - ორი წლის წინ რეაბილიტირებული კორპუსში მცხოვრებლების პროტესტი ბაღდათში
FaceBook
ბაღდათში, ქალაქის ცენტრში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე კორპუსში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს.
ადგილობრივებმა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ხარვეზებით რეაბილიტაცია გააპროტესტეს, რის გამოც, მათი თქმით, ავარიულ და სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში უწევთ ცხოვრება. 

მათივე განმარტებით, პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც კორპუსს რეაბილიტაცია, ორი წლის წინ, პროექტ „განახლებული რეგიონების" ფარგლებში ჩაუტარდა.

აქციის მონაწილეების თქმით, შეიცვალა სახურავი და აივნის წინა ფასადი, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, რის გამოც ბინაში წყალი ჩადის, ჭერი დაზიანებულია, კედლები ხავსმოკიდებული, იატაკი კი - დეფორმირებული.



„არასწორად გადახურეს, თოვლი ცალ გვერდზე აწვება და შეიძლება სახლიც გადაბრუნდეს. სახლი ავარიულია, ბინაში წყალი ჩამოდის, კედლები აღარ ვარგა. გადახურვა რომ მოხდა, საჰაეროებიც ამოკეტეს. საპირფარეშოში ვერ მოითქვამ სულს, სამზარეულოში ჰაერი არ არის, რა გააკეთეს კაცმა არ იცის, მთავარია ფული იშოვეს. აქამდე ასჯერ უკეთესი ვითარება იყო, ვიდრე ახლაა“,- განმარტავს წერეთლის #18-ის მკვიდრი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ, ამიტომ ცხოვრება შიშში უწევთ.

„უხარისხოდ გააკეთეს, კედლებს მოყვება წყალი წვიმაში, სულ დამპალია. კარგად თუ ვერ აკეთებდნენ, რას მოკიდეს ხელი. გაგვიკეთონ როგორც იყო ისე, ნუ ჩამოგვივა წყალი და ნუ დავზიანდებით, მეტი არაფერი გვინდა. არის წყალი ჩამოსული, არის დაზიანებები და გვეშინია, სახიფათოა, აქ ცხოვრება შეიძლება? დაწერილი გვაქვს საჩივრები, განცხადებები, მაგრამ რეაგირება არაა“- განმარტავს ერთ-ერთი ადგილობრივი.

საკითხთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში განგვიმარტეს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებ, რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოები არა მათი ბიუჯეტით, არამედ „განახლებული რეგიონების“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

წერეთლის 18 ნომერში 40-მდე ოჯახი ცხოვრობს. ისინი პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს აანონსებენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.