ახალი ამბები
"ჩაბნელებულია ტერიტორია, ამიტომ ხშირია ავარიები" - რა ხდება აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ქვეითები დაიღუპნენ
FaceBook
ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე, სადაც გუშინ, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა, ადგილობრივები შუქნიშანისა და განათების დაყენებას ითხოვენ.
ისინი ამბობენ, რომ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის, ამიტომ, შესაძლოა, ავარიის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს.

ადგილობრივების განმარტებით, აღნიშნულ პერიმეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა კვირაში ერთხელ მაინც ხდება.

„განათების ერთი ბოძიც არ არის ამ ადგილზე, ჩაბნელებულია ტერიტორია და ალბათ, ამის გამოც ხდება ხშირად ავარიები. განათება რომ არ არის, ზოგი მერე „გონკაობს“, ასეთი დაუდევრობაა აქ“, - განმარტავს აბაშიძის ქუჩის მკვიდრი. 

„რა ხდება იცით? ზებრაზე მძღოლები არ აჩერებენ, დიდი სისწრაფით გარბიან, მით უმეტეს, ღამის საათებში. მე აქვე ვცხოვრობ და გეგონება მიფრინავს მანქანა, ისეთი ხმებია“,- ამბობს ადგილობრივი.

მოქალაქეების თქმით, მიმდებარედ ვიდეოკამერები დამონტაჟებულია, თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, ჩართული არ არის, რის გამოც, მძღოლები მაღალი სიჩქარითა და წესების დარღვევით მოძრაობენ.

„ძალიან საშიში ადგილი გახდა. მარჯვენა ზოლი საერთოდ გაუნათებელია, ამიტომ ხილვადობა არის ნული, მით უმეტეს, ცუდ ამინდში. მოვითხოვთ, განათება მაინც გაგვიკეთონ. აქ სვეტაფორიც კარგი იქნება, რადგან იმერეთის ეზოში შემსვლელი მანქანები არ უთმობენ ერთმანეთს გზას და მერე, სამწუხაროდ, ხშირია ხოლმე ავტოსაგზაო შემთხვევები“,- განმარტავს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ირაკლი აბაშიძის ქუჩა გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულს ეკუთვნის, რომლის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია არის. მისი თქმით, მოსახლეობამ თავიანთი მოთხოვნები წერილობით უნდა წარადგინონ. 

"აღნიშნულ მონაკვეთზე განთავსებულია სტანდარტული, ლედ ტიპის გარე განათების სისტემა, ასევე დახაზულია ზებრა გადასასვლელი და მუშაობს მიმართულების მარეგულირებელი შუქნიშნები. რაც შეეხება კამერებს, ის რამდენიმე ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არის განთავსებული",- განმარტავს ირაკლი შენგელია. 

ავტოსაგზაო შემთხვევა, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, გუშინ, ღამის საათებში მოხდა. დაღუპულია ორი ქვეითი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


ამავე თემაზე:

ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქვეითი ემსხვერპლა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.