ახალი ამბები
ორი მრჩეველი ერთი და იმავე მიმართულებით - რა სფეროში სჭირდება მერს რჩევები
FaceBook
ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა, რომელიც მერის თანამდებობას უკვე მეოთხე წელია იკავებს, მრჩევლები  წელს დაინიშნა.
იოსებ ხახალეიშვილმა ორი მრჩეველი, ორივე  ერთი და იმავე მიმართულებით -კულტურის სფეროში აიყვანა. უფრო კონკრეტულად, ერთი მათგანი ქუთაისის UNESCO-ს ლიტერატურის ქალაქის სტატუსის ფარგლებში შემოქმედებითი ქალაქების ქსელთან და ადგილობრივ ინსტიტუციებთან კოორდინაციის საკითხებზე იმუშავებს, მეორე - საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობაზე.

თითოეული მათგანის ხელფასი თვეში 2420- 2420 ლარს შეადგენს. ისინი ქალაქის მერმა მრჩევლების პოზიციებზე ხელშეკრულებით მიმდინარე წლის 8 იანვარს დანიშნა.



რატომ დასჭირდა მერს ორი მრჩევლის ერთი და იმავე მიმართულებით  დანიშვნა და  რატომ არ აიყვანა მრჩეველი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, მაშინ როცა ქალაქში განხორციელებული  პროექტები საზოგადოების კრიტიკის საგანი ხშირად ხდება?  თვლის თუ არა  იოსებ ხახალეიშვილი, რომ სხვა მიმართულებით რეკომენდაციები არ სჭირდება? ასევე, რა იყო ის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რაც იოსებ ხახალეიშვილმა მრჩევლებისგან მიიღო და რა კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია ისინი? - ამ კითხვებზე პასუხის მიღება თავად  მერისგან ვცადეთ. მერიის პრესსამსახურთან შეთანხმების, მისგან  დაპირების მიღების და შემდეგ სამდღიანი ლოდინის მიუხედავად ქალაქის მერთან ეს შეხვედრა ვერ მოხერხდა. 

თუ რა რჩევები აქვთ ქალაქის პირველ პირთან მოქალაქეებს, ნახეთ ჩვენ მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული მოქალაქეები:


ქუთაისის მერის მრჩვლების საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო. წინა მერს გიორგი ჭიღვარიას თავდაპირველად  ხუთი მრჩეველი ჰყავდა, რომლებიც მისი წინამორბედი მერის შოთა 
მურღულიას მრჩევლებიც იყვნენ. მოგვიანებით კი გიორგი ჭიღვარიამ მრჩევლების რაოდენობა სამამდე შეამცირა. სამივე მათგანი მერს რჩევებს სხვადასხვა სფეროში აძლევდა. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.