ახალი ამბები
ნერგეეთში, სტიქიის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
FaceBook
სოფელ ნერგეეთში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაშავებული მოქალაქე ბაღდათიდან ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაშავებულმა სტიქიისას მეუღლე, შვილი და დედა დაკარგა.

მეწყერი სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს, ღამის ორ საათზე ჩამოწვა და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა აქედან ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ამ დროისთვის ნაპოვნია 8 ადამიანის ცხედარი, ერთი პირის მიმართ კი სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

სტიქიის ზონაში, 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს სამძებრო სამუშაოებს.

ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე, ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი.

ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.

ამავე თემაზე:


ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს

რამ გამოიწვია მეწყერი ნერგეეთში - გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტება

სოფელ ნერგეეთში მამას და სამ შვილს ეძებენ

მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში - ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი


Print