ახალი ამბები
ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.
სტიქიის ზონაში ნაპოვნი მეხუთე ადამიანის ცხედარი მამაკაცისაა, რომელიც სავარაუდოდ, დაკარგული არასრულწლოვნების მამაა.

ამჟამად, ადგილზე 4 პირის მიმართ ძებნა-შველის ღონისძიება მიმდინარეობს, მათ შორის სამი არასრულწლოვნის. 

მეწყერი სოფელ ნერგეეთში  7 თებერვალს, ღამის ორ საათზე ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომელიც ახლა კლინიკაში იმყოფება. 

სტიქიის ადგილებზე 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები იმყოფებიან. ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები და კინოლოგთა ჯგუფი.


ამავე თემაზე:


რამ გამოიწვია მეწყერი ნერგეეთში - გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტება

სოფელ ნერგეეთში მამას და სამ შვილს ეძებენ

მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში - ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი


Print