ახალი ამბები
ქუთაისში, შესაძლოა, საათობრივი პარკირება ამოქმედდეს
FaceBook
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ავტომობილების მძღოლებისთვის, საათობრივი პარკირება ამოქმედდება.
ამის შესახებ ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა  განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ავტომობილების პარკირება პრობლემურია, ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება, მომდევნო წლიდან, საათობრივი პარკირების სისტემა დაწესდეს.

„საათობრივი პარკირება ქალაქის ცენტრალურ უბანში იგეგმება. საკრებულოსთან თანამშრომლობით განვიხილავთ ტარიფებს, ადგილებსაც და სხვა დეტალებსაც“,- განმარტა იოსებ ხახალეიშვილმა.

ის ე.წ. სტაიანჩიკების საკითხსაც შეეხო და განმარტა, რომ აღნიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის იურისდიქციას სცილდება.

„ეს არის ფინანსური პოლიციის თემა. მათ მიერ უნდა მოხდეს როგორც უკანონო ბიზნესის, უკანონო შემოსავლის დაფიქსირება. ჩვენ გვქონდა რამდენჯერმე ჩვენს კოლეგებთან საუბარი და ისინიც გარკვეულ საკანონდებლო ცვლილებებს ელოდებიან იმისათვის, რომ მათაც ჰქონდეთ, უშუალოდ, ამ ადამიანების დაჯარიმების უფლება“,- განმარტა მერმა.

ქალაქში ამ დროისთვის 3 000-ზე მეტი საპარკინგე ადგილია, სადაც საპარკინე ადგილებისთვის თვიური და წლიური აბონიმენტი მოქმედებს.  

ზონალურ-საათობრივი პარკირება, ამ დროისთვის, თბილისში მოქმედებს.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.