ახალი ამბები
"თავისუფლება გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას" - აქცია ქუთაისში
FaceBook
"თავისუფლება გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას"- ამ მოთხოვნით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქცია, საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით მოეწყო, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წევრები, რიონის მცველები და სხვები შეუერთდნენ.

გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა, თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს. პროკურატურა მათ სახელმწიფო უწყებისთვის 3 380 ლარის ზიანის მიყენებას ედავება. სასამართლომ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ. ხელისუფლება ხასაიასა და ჩიქობავას დაკავებითა და სამაგალითო დასჯით მიზნად ისახავს ახალგაზრდობის ტერორს და მათში პროტესტის ჩახშობას, წერია საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ამ ხელისუფლებისთვის პოლიტიკური და მსოფლმხედველობრივი პრინციპი არ არსებობს აბსოლუტურად. მაგათი ერთადერეთი პრინციპია ძალაუფლება. ამიტომ ანკესის გადაგდებაზე მუშაობენ, სადაც გაუვათ გაუვათ, სადაც არ გაუვათ არ გაუვათ და ეს არის. მათ რიგებში არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და ფინანსურად დაინტერესებული ჯგუფები, რომლის ინტერესებსაც ითვალისწინებენ, იმიტომ რომ მაგათ ფინანსებსა და ელექტორატზე დგანან. ამიტომ რაღაც ზღვარი არ არსებობს სანამდეც ხელისუფლება არ მივა, თუკი ჩვენ წინააღმდეგობას არ გავუწევთ ყველაფერზე არიან წამსვლელი", - მიაჩნია მწერალს და ფილოსოფოს ტარიელ დათიაშვილს.


გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა საპროტესტო მოძრაობა "ხმას" თანადამფუძნებლები არიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.