ახალი ამბები
ვანის მერიის შენობის რემონტისთვის 250 000 ლარი დაიხარჯება
FaceBook
ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ამ მიზნით 250 000 ლარის სავარაუდო ღირებულების ელექტრონული ტენდერი [NAT240001087] გამოცხადდა. დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 26 იანვარს დაიწყო და დღეს, 29 იანვარს დასრულდება.

შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის თანახმად, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება: მერის, მისი მოადგილის, საკრებულოს თავმჯდომარის და მოადგილის კაბინეტებს, მისაღებებს. ასევე, საკრებულოს აპარატის, კანცელარიის (და მის დამხმარე ოთახს), ბუღალტერიის და დეპუტატის ოთახებს. ამასთან, მეორე სართულის ექვს ოთახს. მოეწყობა საპირფარეშოებიც. ამასთან, არსებულ კიბეებსა და აივანზე მოაჯირებიც.

ამავე სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება მერიის შენობაში მდებარე მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.

სამუშაო ხელშეკრულების დადებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს.

ვანის მერიის პერსამსახურში განმარტავენ, რომ რეაბილიტაცია ეტაპობრივად ჩატარდება, რის გამოც, რემონტის მიმდინარეობისას სხვა შენობაში გადასვლის აუცილებლობა არ იქნება.

ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სამსართულიან შენობას რეაბილიტაცია, დაახლოებით, 15 წელი არ ჩატარებია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.