ახალი ამბები
"დალეწილია ყველაფერი, ბავშვების გაშვების გვეშინია" - საფრთხის შემცველი ატრაქციონები რუსთაველზე
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის  გამზირი №120-ში მდებარე სკვერში არსებული საბავშვო ატრაქციონები დამტვრეულია. 

საბავშვო ყველა გასართობი კონსტრუქცია, რომელსაც რეაბილიტაცია, დაახლოებით, ორი წლის წინ ჩაუტარდა, დაზიანებული და საფრთხის შემცველია. 

დამტვრეულია ატრაქციონების კიბის საფეხურები და ხელის მოსაკიდებელი მოაჯირეები, ასევე დასაჯდომი და მისაყრდნობი ადგილები. მათ ადგილას კი ლურსმნებია დატოვებული. 


რუსთაველის ქუჩა №120

"ატრაქციონის კონსტრუქცია ისეა დაზიანებული, აღდგენას არ ექვემდებარება. მხოლოდ ორი საქანელა ფუნქციონირებს, თუმცა არც ისაა უსაფრთხო. ამასთან, ატრაქციონებს ლურსმნები აქვს, რომელსაც ბავშვი შეიძლება გამოედოს და მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღოს. ამიტომ, ეს პერიმეტრი სრულიად მოსაწესიგებელია",- ამბობს ის მცხოვრები. 



დაზიანებული საბავშვო ინფრასტრუქტურის გამო, მშობლებს შვილების სათამაშოდ გაშვების ეშინიათ. ამიტომაც ბავშვები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სხვა გასართობ სივრცეში მიდიან. 

„ამ ზაფხულს ბავშვები არ გამომიშვია აქ სათამაშოდ, რადგან დაზიანებულია ყველაფერი და მეშინია არ გადმოვარდნენ. ხელის მოსაკიდებელი არც ერთ საქანელას არ აქვს, ფეხის ჩასავარდნიცაა. ამიტომ, ქალაქში გავდივარ და იქ გამყავს ბავშვები სათამაშოდ“,- განმარტავს ერთ-ერთი ადგილობრივი. 


ამძვრალი კიბის საფეხურები

მოქალაქეების თქმით, დაზიანებული ინფრასტრუქტურა მერიამ 2022 წელს შეაკეთა, თუმცა უცნობმა პირებმა, სავარაუდოდ, მოზარდებმა ისევ დააზიანეს. ამიტომ ადგილობრივები საბავშვო კონსტრუქციის რეაბილიტაციას, ან ახალი ატრაქციონების განთავსებას ითხოვენ. ამასთან, ამბობენ, რომ სკვერში ვიდეოკამერები აუცილებლად უნდა გათავსდეს, რათა ვანდალიზმის ფაქტები არ განმეორდეს. 

„ერთი-ორი წელია რაც გააკეთეს ეს სკვერი, მაგრამ მოზარდები თავხედობენ და ამტვრევენ. ძალიან გულდასაწყვეტია, როცა გაკეთებულს არ უფრთხილდები. ამიტომ, ან კამერებია საჭირო, ან ერთი ადამიანი, ვინც ყურადღებას მიაქცევს აქაურობას, ისევ რომ არ მოხდეს ვანდალიზმი“,- გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი. 


მთლიანად მოწყვეტილია საქანელას სკამი

დაჟანგული  და გაწყვეტილი რკინის კონსტრუქცია

რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერი უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულს ეკუთვნის. ოლქის მაჟორიტარის ამირან კოპალეიშვილის თქმით, საკითხზე ინფორმირებულია და ინვენტარი შეიცვლება.

"ინვენტარის შეცვლასთან დაკავშირებით დაწყებულია გარკვეული პროცედურები, თუ როდის და როგორ უნდა მოხდეს განახლება",- განმარტავს კოპალეიშვილი.

რუსთაველის  გამზირი  N120-ში მდებარე საბავშვო ატრაქციონები ერთ-ერთი იყო იმ 11 ობიექტს შორის, რომელთა ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად მერიამ ორი (ჯამში 100 ათას ლარამდე ღირებულების) ტენდერი 2022 წლის ივნისში გამოაცხადა. ატრაქციონები განაახლეს, თუმცა უცნობმა პირებმა ის მალევე დააზიანეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.