ახალი ამბები
"ავტობუსს ჩაუვლია და გზა ჩანგრეულა" - ჯიმასტაროში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმასტაროში საავტომობილო გზის მონაკვეთი ჩავარდა. 
სოფლის მკვიდრების განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტი რამდენიმე თვის წინ დაიგო, თუმცა ის კვლავ დაზიანდა და მასზე გადაადგილება საფრთხის შემცველია. 

"ეს ხდება ჭომიდან მიმავალ გზაზე გუმათჰესის დასახლებამდე. როგორც ვიცით, ავტობუსს ჩაუვლია და ჩანგრეულა, კიდევ კარგი, მოუსწრია ადგილიდან გაცლა. ვინც აქ ვცხოვრობთ ვიცით და ფრთხილად გავივლით ხოლმე, მაგრამ უცხოსთვის, განსაკუთრებით ღამით საშიშია, მით უფრო, რომ მოხვეული გზაა. ამიტომ დროული რეაგირებაა საჭირო, რამე ცუდი რომ არ მოხდეს“,
- განმარტავს ერთ-ერთი მოსახლე.

კიდევ ერთი ადგილობრივი მიიჩნევს, რომ რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტი ახალი დაგებულია, სამუშაოები თავის დროზე უხარისხოდ ჩატარდა. 

„ასფალტი რომ იგება, უნდა იყოს კარგი, მშრალი ამინდი. როცა კეთდებოდა (დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერში), პერიოდულად წვიმდა. როგორც ჩანს, იმ დროს უხარისხოდ გაკეთდა და ახლა ამიტომ გვაქვს ასეთი ცუდი მდგომარეობა. მართალია, შემოღობილია, მაგრამ ბევრ ადგილას არის დაბზარული“,- განმარტავს ადგილობრივი.


დაზიანებული გზის მონაკვეთი 

სოფელი ჯიმასტარო წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურშიც გვითხრეს, რომ აღნიშნული გზის მოვლა-პარტონობა საავტომობილო გზების დეპარტამენტის პასუხისმგებლობაშია. 

"რამ გამოიწვია დაზიანება, ამაზე დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს. შეიძლება მრავალი მიზეზი იყოს ამის, თუმცა პრობლემის აღმოფხვრის სამუშაოები როგორც კი გამოიდარებს დაიწყება",- განმარტავენ გზების დეპარტამენტში. 

ჯიმასტაროში არსებული საავტომობილო გზის მონაკვეთი ორ კვირაზე მეტია დაზიანებულია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
12:36 / 07.05.2024
ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.