ახალი ამბები
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში, მდინარე რიონი აკურთხეს
FaceBook
ქუთაისში ნათლისღების ტრადიციული რიტუალი აღასრულეს.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ, სასულიერო პირებთან ერთად, მდინარე რიონი აკურთხა, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ.

მეუფემ ნათლისღების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მრევლს დღესასწაული მიულოცა. 

პერიმეტრს, უსაფრთხოების მიზნით, მაშველები აკონტროლებდნენ. 

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.

სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში, სწორედ ამ დღეს, იესო ქრისტე მონათლა.

ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება, ანუ დიდი აიაზმა სრულდება, რის შემდეგაც მრევლს წყლის სახლში წაღება შეუძლია. ამ დღეს ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ნათლისღების დღესასწაულს მეორენაირად განცხადება ეწოდება, რადგან სწორედ ამ დღეს განცხადდა წმინდა სამება.

დღესასწაულის გამო, 19 იანვარი, ქვეყანაში უქმედ არის გამოცხადებული.

Print