ახალი ამბები
ქუთაისში, კოსტავას ქუჩის რეკონსტრუქციაზე 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
FaceBook
ქუთაისის მერია კოსტავას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გეგმავს. სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მილიონ 870 ათას 837 ლარი გამოიყოფა.
მიუხედავად იმისა, რომ კოსტავას ქუჩა წლებია რეკონსტრუქციას საჭიროებს,  მერიამ  ელექტრონული ტენდერი (NAT230027620) 
დაახლოებით, ორი კვირის წინ, 2023 წლის ბოლოს გამოაცხადა.


ტროტუარი კოსტავას ქუჩაზე

ადგილობრივების ნაწილი თვლის, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტის განხორცილება,
მაშინ როცა გზა წლების განმავლობაში შეკეთებას საჭიროებდა, მერიის მიერ სპეციალურად გათვლილი, ამომრჩევლის კეთილგანწყობაზე ორიენტირებული ნაბიჯია. 

,,5 წელზე მეტია ამ ქუჩაზე ბორდიურები და ტროტუარები საშინელ მდგომარეობაშია. კანალიზაცია ხშირად იჭედება და ადგილობრივები მერიას დახმარებას ხშირად სთხოვენ. სამანქანო ნაწილიც შესაკეთებელია. აქამდე საშველი არ დაგვადგა და ახლა უცებ გავიგეთ, რომ წელს გზას გაგვიკეთებენ. რატომ მაინცდამაინც წელს? შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, საარჩევნოდ ემზადებიან", - ამბობს ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.  

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ასარჩევად წინადადებების მიღება 20 იანვრიდან დაიწყება და 25 იანვარს დასრულდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.