ახალი ამბები
"ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველომ შეისწავლოს გარდაცვალების საქმე"- ქეთი ბერძენიშვილის დედა
FaceBook
გარდაცვლილი ჟურნალისტის ქეთი ბერძენიშვილის დედა ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებს და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს მიმართავს.

ექიმი მაგული ჩხობაძის ვარაუდით, მისი შვილი არასწორად ჩატარებული ოპერაციის, ჰოსპიტალური ინფექციის და არასწორი პოსტოპერაციული მკურნალობის გამო დაიღუპა.

"2022 წლის ნოემბრამდე არანაირი ჩარევა ქეთის არ დასჭირვებია, არც მკურნალობა. შემდეგ მოგვივიდა პასუხი საფრანგეთიდან, რომ შეიძლება იწყებოდეს სანაღვლე გზის ანთება. ამიტომ გვითხრეს, ჩავსულიყავით იქ, გამოგვიკვლევდნენ და შესაბამის მცირე ოპერაციას ჩავატარებდით. დაფინანსების წესები საფრანგეთში შეცვლილი იყო, 20 000 ევრო მოითხოვეს, რომელიც შესაძლოა, კიდევ გაზრდილიყო, ამიტომ, მივაკითხეთ აქ კობა შანავას, რომელიც ბოკერიას კლინიკაში მუშაობდა. მან ჩაატარა ოპერაცია და პირველი, რაც გვითხრა იყო: მაგარ შარში ვართ, ეს ოპერაცია ვერ გავაკეთე, მაგრამ თქვენ არაფერზე ინერვიულოთ, ჩადგმული გვაქვს დრენაჟი და ორ კვირაში ამას გამოვასწორებთო. იმავე დღესვე დაიწყო მწვანე ანთებითი პროცესი სანაღვლე გზებში. ქეთის მდგომარეობა მძიმდებოდა, სუსტდებოდა, შემდეგ დაუდგინდა კლეფსიოლა. არ მესმის, როგორ შეიძლება დატოვო მძიმე პაციენტი, სადაც ოპერაცია ვერ გააკეთე და წახვიდე საზღვარგარეთ?

მე ექიმი ვარ და მასშტაბურად ვაყენებ საკითხს: ხდება კი საქართველოში ღვიძლის პათოლოგიის მართვა? რა თქმა უნდა, მე ექსპერტიზის დასკვნა არა მაქვს, ამიტომ სისხლის სამართალს ვერ აღვძრავ, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამართველომ შესწავლოს არსებული საკითხი, თუ შეიძლება ასეთი მოპყრობა, ასეთი დამოკიდებულება"
,- განმარტავს მაგული ჩხობაძე.

უფლებამდაცველის მარიამ ლევიძის განმარტებით, დოკუმენტებითაც დასტურდება, რომ ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს არა სიმსივნე, არამედ შემდგომი ჩირქოვანი პროცესების განვითარება, რაც განაპირობა, სავარაუდოდ, ჩატარებულმა ოპერაციამ.

"ამიტომ მთავარი კითხვა, რაც ჩვენ კლინიკასთან მიმართებაში გვაქვს, ვვარაუდობთ და ვარაუდობს ქეთი ბერძენიშვილის ოჯახი, არის, სათანადოდ ჩატარდა თუ არა ეს ოპერაცია და ამ ქირურგიულმა ჩარევამ განაპირობა თუ არა ეს ანთებითი პროცესები. ასევე, ქირურგიული ოპერაციიის ჩატარების შემდგომ, კლინიკამ რამდენად უზრუნველყო მკურნალობა და იყო თუ არა სათანადო ყურადღება გამოჩენილი უშუალოდ ხელმძღვანელის მხრიდან, რომელიც არ იმყოფებოდა საქართველოში და უყურადღებოდ ჰყავდა დატოვებული პაციენტი, როგორც ამას ოჯახი თვლის. და რომ არა ქალბატონი მაგული ჩხობაძის სამედიცინო ცნობა იმასთან დაკავშირებით, რა პროცედურები უნდა განხორციელებულიყო ქეთისთან, ალბათ მისი გარდაცვალება მანამდე დადგებოდა",- განმარტავს მარიამ ლევიძე.

როგორც "ქუთაისიპოსტს" ჯანდაცვის სამინისტროში განუმარტეს, რეგულირების სამმართველომ საქმის მოკვლევა უკვე დაიწყო. 

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი 8 ნოემბერს გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე ის თბილისიდან სტამბოლში გადააფრინეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
თითქმის ორი თვეა, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, მოსახლეობა
ღამეს კარვებში ათევს და ამ დრომდე მათ უკუკავშირი არც ერთი
უწყებისგან არ მიუღიათ.
12:34 / 09.05.2024
თითქმის ორი თვეა, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, მოსახლეობა ღამეს კარვებში ათევს და ამ დრომდე მათ უკუკავშირი არც ერთი უწყებისგან არ მიუღიათ.
არა რუსულ კანონს! კი ევროპას! - ამ ლოზუნგით, ქუთაისში კიდევ ერთი
საპროტესტო აქცია გაიმართება. 
11:06 / 09.05.2024
არა რუსულ კანონს! კი ევროპას! - ამ ლოზუნგით, ქუთაისში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.