ახალი ამბები
მერიის შეუსრულებელი დაპირება - აეროპორტი ქუთაისს მუნიციპალური ტრანსპორტით ისევ ვერ დაუკავშირდა
FaceBook
მერის დაპირება, რომ მიმდინარე წელს, ქუთაისსა და კოპიტნარის აეროპორტს შორის მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა დანიშნულიყო, დაპირებად დარჩა.

მუნიციპალური ტრანსპორტი არა, თუმცა  ქუთაისის აეროპორტში ოფიციალური გადამყვანი ტაქსი დაინიშნა, რომელიც აქ ჩამოსულ მგზავრებს ოქტომბრიდან ემსახურება.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, „ბენე ექსკლუზივი“ მგზავრებს Kia-ს და Toyota-ს ფირმის ეკოლოგიურად სუფთა, უახლეს ჰიბრიდულ ავტომობილებს, დაზღვეულ მგზავრობასა და ფიქსირებულ ტარიფებს სთავაზობს. 

არადა მერია, ქალაქის პირველი პირის დაპირების მიხედვით, აეროპორტის მიმართულებით 2 ელექტროავტობუსის შეძენას მიმდინარე წელს გეგმავდა. 2023-ს დასრულებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკრეტულს ისევ ვერაფერს გვეუბნებიან.

მერიის პრესსამსახურში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ ელექტროავტობუსების შემოყვანაზე საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად მუშაობენ, თუმცა როდის განხორციელდება აღნიშნული, ზუსტ ვადებს ვერ ასახელებენ.

ამ საკითხზე წლებია წუხს ტურიზმის სექტორიც. მათი შეფასებით, მაშინ, როცა ქალაქის შემოსავლის მთავარი წყარო ტურიზმია,  მუნიციპალური ტრანსპორტის (აეროპორტსა და ქუთაისის შორის)  არ არსებობა, ტურისტებს ქალაქში შემოსვლის სურვილს უკარგავს.

„როცა ქუთაისში ჩამოდიან ტურისტები, გაოცებულები არიან, რადგან აეროპორტს თავისივე ქალაქთან საზოგადოებრივი ტრანსპორტით წვდომა არ გააჩნია. მათ უნდა ჰქონდეთ ალტერნატივა და თავად გადაწყვეტენ, ტაქსით იმგზავრონ თუ ტრანსპორტით.

მგონია, რომ თავმოყვარე ქალაქი ამ საკითხს ამდენ ხანს მოაგვარებდა. მე არ მესმის ქუთაისის მერის ფუნქცია სხვა რა შეიძლება იყოს, თუ არა მსგავსი პრობლემის გადაჭრა. რომ იყოს მოწესრიგებული ტრანსპორტი, რეისების მიხედვით, არც პარკირებას გადავავსებდით და არც გზებს გავჭედავდით",
- განმარტავს ტურისტული გიდი ლაშა ბერეკაშვილი.

მისივე თქმით, მგზავრებს ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისამდე მგზავრობა უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე, მაგალითად, ბათუმამდე ან თბილისამდე.

„25 ლარი ღირს ქუთაისიდან რომ წავიდნენ თბილისში და 25-30 ლარი ტაქსი რომ გამოიძახონ აპლიკაციით და აეროპორტიდან ქუთაისში ჩავიდნენ, ადგილობრივ ტაქსისტებს კიდე 50 ლარი აქვთ ტარიფი.

როცა ქალაქი ხელს არ უწყობს ტურისტებს აქ გაჩერდნენ, უფრო უადვილდებათ არჩევანის გაკეთება სხვა ქალაქებზე. ეს წყალტუბოს პრობლემაც არის. ამიტომ, ჩვენ ყველა შეხვედრაზე ვაჟღერებდით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა დადიოდეს ქუთაისი-წყალტუბო-აეროპორტის (და პირიქით) მიმართულებით“,
- აღნიშნავს ბერეკაშვილი.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა. ამ ხნის განმავლობაში აეროპორტიდან ქალაქამდე დამაკავშირებელი ტრანსპორტის დანიშვნა ვერ მოხერხდა, რაც ჩამოსული ვიზიტორების უკმაყოფილებას იწვევს.


ამავე თემაზე:


"ვადებზე ვერაფერს გეტყვით" - ქუთაისსა და კოპიტნარის აეროპორტს შორის ტრანსპორტის დანიშვნა წლებია ვერ ხერხდება

2023 წლიდან, შესაძლოა, ქუთაისსა და აეროპორტს შორის მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნოს




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.