ახალი ამბები
"ბავშვები არიან დაკაწრულები, კოპები აქვთ" - რა მოხდა ქუთაისის ერთ-ერთ სკვერში
FaceBook
ქუთაისში, არასრულწლოვნების მშობელი ამბობს, რომ მათი შვილები სამართალდამცველებმა სცემეს.

ის ყვება, რომ შემთხვევა ძველი პრავდას ქუჩაზე, ზურაბ ჭავჭავაძის სკვერში, გუშინ, ღამის საათებში მოხდა.

მშობლის თამილა ზარგინავას თქმით, მისი ორი შვილი, 15 და 16 წლის მოზარდი, სკვერში, მეგობრებთან ერთად კარტს თამაშობდა, რა დროსაც მათ სამართალდამცველებთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"ადგილზე რომ მივედი დამხვდა საპატრულო პოლიციის 10 ეკიპაჟი, უამრავი ადამიანი, ვეძებდი შვილებს, მაგრამ არ დამანახეს. ჩემს მეუღლეს დაეტაკნენ, ფეხქვეშ გათელეს, კაცი ჩატენეს მანქანაში. ჩანაწერები მაჩვენეს თვითმხილველებმა, სადაც ჩანს, რომ ჩემს შვილებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ, ახოხებდნენ ძირს, იარაღით ემუქრებოდნენ. ბავშვები განადგურებულები არიან, დაკაწრულები, კოპები აქვთ იარაღის ტარის ჩარტყმისგან.

ეს მოხდა იმიტომ რომ ბავშვები სკვერში თამაშობდნენ, ერთ-ერთმა ჩასტვინა და პოლიცია, რომელიც მოქალაქეს დასაჯარიმებლად ჩიხში შემოყვა და მისი დაჯარიმება არ გამოუვიდა, ბავშვებს დაერია, ვის დაუსტვინეო, შეაგინეს, ესენიც თავმოყვარე ბავშვები არიან და შეეპასუხნენ",- განმარტავს თამილა ზარგინავა.

მისივე თქმით, მომხდარზე პოლიციამ არასრულწლოვნების მამა დააკავა და მას სამართალდამცველებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. ამასთან, მისივე განმარტებით, საქმე აღძრულია ერთ-ერთი მოზარდის მიმართაც, რომელმაც საპატრულო პოლიციის მანქანა დაიზიანა.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დეტალებს არკვევენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.