ახალი ამბები
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე, საზეიმოდ, 23 დეკემბერს აინთება
FaceBook
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის აწყობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ცნობილია, როდის განათდება ის.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ტრადიციულად, მესხიშვილის თეატრის წინ დაიდგმება და საზეიმოდ, 23 დეკემბერს აინთება. გაიმართება კონცერტიც.

გარდა ამისა, 23 დეკემბერს, ქალაქში, სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. კერძოდ, მოეწყობა საშობაო ბაზრობა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები ზონები და საახალწლო ინსტალაციები. ასევე, გაიმართება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების თოვლის ბაბუასთან შეხვედრის ცერემონია, საღამოს კი - კონცერტი, რომელიც ფოიერვერკით დასრულდება.

როგორც  სახელმწიფო შესყიდვების ვებგბერდზე ატვირთულ დოკუმენტში [SMP230003019] ვკითხულობთ, აღნიშნული საახალწლო ღონისძიების მომსახურების ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს.

მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, პროექტის - "ახალი წლის დღეები საქართველოში" ორგანიზების ფარგლებში, საახალწლო ღონისძიებები საქართველოს ყველა (62-ვე) მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

ფოტო: არქივი

ამავე თემაზე:

"უნდა იყოს ცნობილი ტელეწამყვანი"- რა მოთხოვნები აქვს ქუთაისის მერიას 31 დეკემბრის კონცერტისთვის

შემსრულებლები, რომლებიც ქუთაისში ახალი წლის ღამეს იმღერებენ

ქუთაისის მერია საახალწლო კონცერტისთვის სცენისა და გახმოვანების აპარატურის მომსახურებას ყიდულობს

ქუთაისის მერიას საახალწლო ფეიერვერკისთვის 20 000 ლარზე მეტი აქვს განსაზღვრული

ქუთაისის მერია 400 ათასი ლარის ღირებულების საახალწლო მანათობლებს ყიდულობს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირთან მოლაპარაკებების
შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის
მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე
შეიკრიბებიან.
12:15 / 04.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების
გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით,
ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
13:33 / 03.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.