ახალი ამბები
უცვლელი საჭიროებები - ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მადლობების ფონზე
FaceBook
"2024 წლის ქუთაისის ბიუჯეტი მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული ფინანსური დოკუმენტი იქნება’’ - ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ისაუბრა.
მომავალი წლის ქალაქის მთავარი დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვა, რომელიც ქუთაისის საკრებულომ წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა.

2024 წელს ქუთაისის ბიუჯეტის მოცულობა მიმდინარე წლის  დამტკიცებულ  ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 14 მილიონი ლარით გაიზრდება და 115 მილიონ 510 ათასს მიაღწევს. მერიის პრიოროტეტები წელსაც უცვლელია:

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები 23 მილიონ 480 ათასი ლარი;

ინფრასტრუქტურის განვითარება 23 მილიონ 098 ლარი;

დასუფთავება და გარემოს დაცვა - 11 მილიონ 015 ათასი ლარი;

განათლება 21 მილიონ 398 ათასი ლარი;

კულტურა ახალგაზრდობა და სპორტი - 25 მილიონ 691 ატასი ლარი;

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 8 მილიონ 857 ატასი ლარი;

ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა 115 510 ლარი.

შეხვედრას არასამთავრობო სექტორის, მედიის, საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებების წარმომადგენლები, სტუდენტები და საჯარო სამსახურში დასაქმებულები ესწრებოდნენ.

ინსფრასტრუქტურული პროექტების განხილვისას ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილს ჰკითხეს, აპირებს თუ არა მერია ქალაქში კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას:

,,ჩემს ბინაში ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა. მესმის, რომ ჩვენი ჩართულობაც აუცილებელია, მაგრამ ყველაფერს ბინის მცხოვრებლები ვერ გავაკეთებთ,’’-აღნიშნა თაბუკაშვილის ქუჩა #14-ში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ. 

ქალაქის მერი, როგორც წესი, პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

"კანალიზაცია ჩვენი ქალაქის პრობლემაა,  გრანტი გამოყოფილია და მუშაობას დავიწყებთ,’’ - აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.

მომდევნი წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატანი საჭიროებების განხილვას მადლობების გარეშე არ ჩაუვლია. 

,,მადლიერება ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა მადლობა გითხრათ იმის გამო, რასაც ამ ქალაქისთვის აკეთებთ. დღეს ქუჩაში მოვდიოდი და ძალიან ვამაყობდი, რომ ასეთი გალამაზებულია ჩემი ქალაქი. ამას დანახვა სჭირდება,''-აღნიშნა მერიას დაქვემდებარებული უწყების, კულტურულ-საგანმანათლებლო და სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილემ ბაია კოღუაშვილმა.

ქუთაისის საკრებულო ბიუჯეტს წლის ბოლო სხდომაზე დაამტკიცებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მთავრობა, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად
ავიაბილეთებს აბსუსიდირებს.
13:11 / 20.05.2024
საქართველოს მთავრობა, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად ავიაბილეთებს აბსუსიდირებს.
მე-12 კლასელები დღეს სკოლის დამთავრებას ზეიმობენ.
12:43 / 20.05.2024
მე-12 კლასელები დღეს სკოლის დამთავრებას ზეიმობენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.