ახალი ამბები
"სანამ გაიყიდებოდა, ვინმე ხომ უნდა მოსულიყო ჩვენთან?" - სასტუმრო "თბილისის" შემოღობვა დაიწყეს
FaceBook
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „თბილისი“, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიყიდა, ხის ბოძებით შემოსაზღვრეს.

მუშები კი შენობის პირველის სართულის სადემონტაჟო სამუშაოებს ახორციელებენ. ამის პარალელურად, შენობაში 7-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც, მათი თქმით, ამ დრომდე ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ელოდებიან. 

დევნილების განმარტებით, სასტუმრო „თბილისის“ დემონტაჟი ისე დაიწყეს, მათთვის ბინები არ მიუციათ და თუკი სასტუმროს ყოფილ შენობას ახალი მეპატრონე დაანგრევს, ისინი ღია ცის ქვეშ დარჩებიან. 



„აქ ვცხოვრობ მეუღლესთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. გვეშინია ამ ზამთარში ქუჩაში არ მოგვიწიოს ღამის გათენება. მეპატრონე არ გამოჩენილა, მას აქვს ინფორმაცია, თითქოს ამ შენობაში ცხოვრობს ყველა ბინებაღებული ოჯახი და ამიტომ დაიწყეს ნგრევა. არა და აქ ვართ დარენილი 7 ოჯახი, რომლებსაც არსად წასასვლელი არ გვაქვს. ვითხოვთ დევნილთა სამინისტროსგან დახმარებას“, - განმარტავს სასტუმრო "თბილისში" მცხოვრები დევნილი თამარ თითბერიძე, რომელიც აღნიშნულ შენობაში 28 წელია ცხოვრობს.

თუ რა ბედი ელით სასტუმრო „თბილისში“ დარჩენილ დევნილებს - ამაზე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული სამმართველოს უფროსმა დავით ჭეიშვილმა სამინისტროში გადაგვამისამართა. ხოლო  უწყების ცხელ ხაზზე (რადგან პრესსამსახურმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა) გვითხრეს, რომ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ. საჯარო ინფორმაციის მიღებას კი 10 სამუშაო დღე სჭირდება.   

ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სასტუმროს შენობა აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გაიტანა.

ობიექტი შპს „პრემიუმ ქონსტრაქშენმა“ 2 მილიონ 155 000 ლარად შეიძინა. როგორც საინვესტიციო შეთავაზებაშია აღნიშნული, ადგილზე სასტუმრო უნდა აშენდეს. 


ამავე თემაზე:

"გზას გადავკეტავთ" - სასტუმრო "თბილისის" შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობენ, გაიყიდა


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.