ახალი ამბები
"EU-ის გადაწყვეტილების შემდეგ, გვინდა, გავმართოთ საერთო-სახალხო ზეიმი"- პრემიერი
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საერთო-სახალხო ზეიმის გამართვა იგეგმება.
როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ეს იქნება საქართველოს, ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობისა და ისტორიული გამარჯვების აღნიშვნა.

„იცით, რომ დეკემბერში ველოდებით უკვე ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მონიჭების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა, პარლამენტთანაც გვქონდა საუბარი და გადავწყვიტეთ, რომ იმის და მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება, 14-ში ან 15-ში, ამ თარიღს დავაზუსტებთ, ალბათ 15-ში მოხდება ეს, გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი, ასე დავარქვათ, გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ისტორიული გამარჯვება, ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია 8 ნოემბერს, 9 დათქმით გაუწია. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.