ახალი ამბები
"საფრთხის შემცველია" - ქუთაისის მე-14 საბავშვო ბაღთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია
FaceBook
ქუთაისის მე-14 საბავშვო ბაღში, სადაც სასწავლო პროცესი დაბზარულ კედლებში განახლდა, შენობის არამდგრადობის გამო, აღსაზრდელები "ბაგა-ბაღების გაერთიანების" სხვა ფილიალებში გადაიყვანეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ექსპერტიზამ ობიექტის ტექნიკური მდგომარეობა საფრთხის შემცველად შეაფასა.

„ქუთაისიპოსტისთვის“ „ბაგა-ბაღების გაერთიანებიდან“ მოწოდებულ ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ტყაბლაძის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული #14 საბავშვო ბაღის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.




ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი „ქუთაისიპოსტთან“ განმარტავს, რომ შენობის გასამაგრებელ სამუშაოებზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.

„ჩვენ შევხვდით მშობლებს და გადავანაწილეთ ბავშვები მათთვის სასურველ საბავშვო ბაღებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობა საჭიროებს გამაგრებით სამუშაოებს და ამ მიზნით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი“,- განმარტავს დავით წიტაიშვილი.

ქუთაისის მე-14 საბავშვო ბაღის შენობა ორსართულიანია, მას აღმოსავლეთ მხარეს მიშენება აქვს მოწყობილი. სწორედ ამ ფლიგელზე საუბრობდნენ მშობლები და ამბობდნენ, რომ კედლებს ნაპრალები ჰქონდა გაჩენილი. ისინი შიშობდნენ, რომ თუკი მოშენებული სივრცე დაინგრეოდა, საფრთხე მთავარ შენობასაც შეექმნებოდა. საფრთხისშემცველი შენობის გამო, დედების ნაწილს ბავშვები ბაღში აღარ დაჰყავდა, ნაწილი კი შვილის სხვაგან გადაყვანას გეგმავდა.

ქუთაისის მე-14 საბავშვო ბაღს 200-მდე აღსაზრდელი და 40-მდე თანამშრომელი ჰყავს.

ამავე თემაზე:


"კედლები არის დახსნილი, გვეშინია ბავშვების გაჩერების" - რა ხდება ქუთაისის საბავშვო ბაღში



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.
ქუთაისის მერთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს − „ახალგაზრდული
მრჩეველთა საბჭოს'' წევრების ნაწილი რუსულ კანონს ემიჯნება.
14:03 / 27.04.2024
ქუთაისის მერთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს − „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს'' წევრების ნაწილი რუსულ კანონს ემიჯნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.