ახალი ამბები
"ნატოს მოძრავი საელჩოები'" ქუთაისში
FaceBook
რუმინეთისა და ბრიტანეთის საელჩოების ერთობლივი ორგანიზებით, ქუთაისში ღონისძიება ,,ნატოს მოძრავი საელჩოები’’ გაიმართა.
ქალაქის ცენტრალურ ბულვარში წარმოდგენილი იყო საინფორმაციო სტენდი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. ადგილზე მისულ სტუმრებს ღონისძიების მონაწილე პირები საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებდნენ.  გარდა ამისა, მოეწყო სახალისო ვიქტორინა. დაინტერესებულმა პირებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს, გამარჯვებულებს კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებაში ,,ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის’’ ოფისიც მონაწილეობდა. 

,,ნატოს მოძრავი საელჩოების'' მიზანს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა წარმოადგენს.

,,მიხარია, რომ ამ ღონისძიებას ჩემს რუმინელ კოლეგასთან ერთად ვატარებ. დღევანდელი დღით ბევრი ადამიანი დაინტერესდა. მოდიან და ღონისძიებაში მონაწილეობენ. მე მქონდა შეხვედრა სტუდენტებთან, ვისაუბრეთ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. მათი სურვილი ევროინტეგრაციაა", - ამბობს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი.



"ამ ტიპის აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არ არის გათვლილი კონკრეტულ აუდიტორიაზე და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ჩვენ ამ სახალისო ღონისძიებით ვცდილობთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ ხალხისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას. გვინდა, ამ საკითხით რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს და იცოდნენ რა სიკეთის მომტანი იქნება საქართველოსთვის ,,ნატოში'' გაწევრიანება,’’-ამბობს ,,ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის’’ წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე.

„ნატო-ს მოძრავი საელჩოები“ უკვე გაიმართა გორში, მარნეულში, თელავსა და ბათუმში.

დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის საელჩოები, საქართველოში ,,ნატოს'' საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას ასრულებენ. ამ მანდატის ფარგლებში 2023 წლის მარტის თვიდან მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია,,ნატოს'' შესახებ, რომელსაც საკონტაქტო საელჩოები მთელი საქართველოს მასშტაბით მართავენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13 დეკემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა, იმერეთის მუნიციპალიტეტებში
გარკვეული პრობლემები შექმნა.
16:05 / 13.12.2024
13 დეკემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა, იმერეთის მუნიციპალიტეტებში გარკვეული პრობლემები შექმნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
12:55 / 13.12.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახური "ქუთაისიპოსტისგან" პროევროპულ აქციაზე გადაღებულ ვიდეომასალას და ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს ითხოვს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.