ახალი ამბები
კირბალში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა ქუთაისშიც გააპროტესტეს
FaceBook
სტუდენტური მოძრაობის, "თავისუფლებისთვის’’ ორგანიზებით, ქუთაისში სოფელ კირბალის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა გააპროტესტეს.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სტუდენტები, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და ქალაქის სხვა მცხოვრებლები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

მათი თქმით, მთავრობის დუმილი მაშინ, როცა რუსული რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს სასიკვდილოდ იმეტებს, ერის წინაშე დანაშაულია.

"უფლება არ მქონდა აქ არ მოვსულიყავი, რადგან ყველა ქართველმა უნდა გააპროტესტეს ის, რასაც რუსული რეჟიმი აკეთებს. ვფიქრობ, ამ სიტუაციაში დუმილი დანაშაულია, ხელისუფლება კი დუმს. ამ ყველაფერს, პირველ რიგში საქართველოს მთავრობა უნდა აპროტესტებდეს. მთავრობის მხრიდან მეტად უნდა ვგრძნობდეთ, რომ დაცულები ვართ,"-ამბობს ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ხვიჩა ვაშაყმაძე.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც იმართება.

6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

შსს-მ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოში, კათოლიკოს პატრიარქის
ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა, ქუთაისშიც
აღნიშნეს.
14:41 / 17.05.2024
ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოში, კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა, ქუთაისშიც აღნიშნეს.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით,
17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
11:04 / 16.05.2024
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.