ახალი ამბები
"ქართველი ხალხი რუსული ბოროტების წინააღმდეგ!" - ქუთაისში, დღეს, აქცია დაიგეგმა
FaceBook
„რუსული ბოროტების წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” დღეს, აქციას გამართავს.
აქციის მონაწილეები ამით სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეს გამოეხმაურებიან.

შეწყდეს კოლაბორაციონიზმი მტერთან! - ეს იქნება მათი მთავარი გზავნილი.

აქციის ორგანიზატორების განმარტებით, სოფელ კირბალში რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულმა ენით აღუწერელმა სისატიკემ დღეს ყველა ქართველის გულში შეაღწია. დუმილი კი, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს, არ არის გამოსავალი.

„გელოდებათ ყველას, ვისთვისაც ღირებულია საქართველოს მშვიდობიანი, უსაფრთხო და თავისუფალი მომავალი. ვინც ვერ იტევს ემოციას გულში და გრძნობს საჭიროებას, საკუთარი ხმა გააგონოს მთელს მსოფლიოს. რუსული ბოროტების წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო და ურყევი მხარდაჭერა დღეს სასიცოცხლოდ გვესაჭიროება.

ჩვენი თანამემამულის, თამაზ გინტურის მიმართ ნასროლი ტყვია, არის ქართული სახელმწიფოს და მისი თითოეული მოქალაქის მიმართ გასროლილი ტყვია. ეფემერული "მშვიდობა"  მხოლოდ პროპაგანდისტულ ტექსტებად დარჩება. ქართველი ხალხი ვიმსახურებთ რეალურ მშვიდობას, უსაფრთხოებას და თავისუფლებას!

დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მტრის მიმართ ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ წარმოებული ლოიალური პოლიტიკა არის არა უბრალოდ ღირსებისშემლახავი, არამედ სრულიად უკუშედეგის მატარებელი“,- განმარტავენ აქციის ორგანიზატორები.

საპროტესტო აქცია, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, 19:00 საათზე გაიმართება.

რუსული ბოროტების წინააღმდეგ დაგეგმილი აქცები, დღეს, დედაქალაქსა და საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

შსს-მ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.