ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ დევნილთა დასახლებას ტრანსპორტის დანიშვნაზე უარი უთხრა
FaceBook
მერიაში ამბობენ, რომ მათ არ შეუძლიათ კერძო  კომპანია აიძულონ კონკრეტულ ქუჩაზე შევიდეს

ქუთაისში, დევნილთა დასახლებში, ჭონქაძის #52 ნომერში მცხოვრებლებს ქუთაისის მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნაზე უარი უთხრა.

ჭონქაძის ქუჩის მცხოვრებლები კი აცხადებენ, რომ ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პუნქტი დასახლებიდან 2 კილომეტრის მოშორებით არის. შესაბამისად, საქალაქო ტრანსპორტი მათთვის აუცილებლობას წარმოადგენს.

ჭონქაძის ქუჩის მცხოვრებთა პრობლემას პოლიტიკური ცენტრი "გირჩი' გამოეხმაურა.

" დაასახელოს მერიამ არგუმენტი და მიზეზი თუ რატომ არ ეხმარება ამ ადამიანებს და რატომა არ ასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობა მის ფუნქციას? კიდევ ერთხელ მივმართავთ ადგილობრივ ხელისუფლებას შეისწავლოს ამ ადამინთა მოთხოვნები და საჭიროებები"- ამბობს "ახალი პოლიტიკური ცენტრი  "გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი.

ქუთაისის მერიაში კი პოლიტიკური ცენტრის პრეტენზიებს არ იღებენ და აცხადებენ,. რომ ხაზის არარენტაბელობის გამო, მერიას არ შეუძლია კერძო კომპანია აიძულოს აღნიშნულ ქუჩაზე შევიდეს. მათი თქმით, ქუჩასთან ახლოს მიდის #35 მიკროავტობუსი, სვლაგეზის გაზრდა კი ადგილობრივ თვითმმართველობას არ შეუძლია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.