ახალი ამბები
ქალთა საფეხბურთო კლუბ "მართვეს" ყოფილ მწვრთნელს UEFA-მ ლიცენზია შეუჩერა
FaceBook
ქუთაისის ქალთა საფეხბურთო კლუბ  "მართვეს"  ყოფილ მწვრთნელს, პაატა დოგრაშვილს, UEFA-ს მითითების შესაბამისად, მწვრთნელის ლიცენზია გაუუქმდა.
ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელი ქალების მიერ დაწყებული სამართლებრივი ბრძოლის საფუძველზე მიიღო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „მართვეს“ მწვრთნელის მხრიდან 9 ქალი ათლეტის მიმართ სექსუალური შევიწროება 2023 წლის 4 ივლისს დაადგინა და კლუბსაც და მწვრთნელ პაატა დოგრაშვილს, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, 36 000 ლარის გადახდა დააკისრა.

გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანანა ნიკაჭაძემ მიიღო.

ქალ ფეხბურთელებზე მწვრთნელი სექსუალურად, წლების განმავლობაში, ძალადობდა. მსხვერპლებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი იყო.

მათ ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმოადგენდა.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავდნენ, ეს პირველი სასამართლო გადაწყვეტილება იყო, სადაც საფეხბურთო კლუბი, ისევე როგორც მწვრთნელი ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებელად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება.

ამავე თემაზე:

სექსუალური შევიწროების ფაქტზე, ქუთაისის „მართვეს“ და მის მწვრთნელს ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.