ახალი ამბები
ზესტაფონში აღმოჩენილი კერამიკის ფრაგმენტებით არქეოლოგები დაინტერესდნენ
FaceBook
ზედაპირული დათვალიერებით ნივთებს ისტორიული მნიშვნელობა აქვს

ზესტაფონში, ზედა საქარას ტერიტორიაზე აღმოჩენილ კერამიკის ფრაგმენტებსა და სხვა საინტერესო ნივთებს არქეოლგები შეისწავლიან.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა უძველესი ნივთების გამოკვლევა უკვე დაიწყეს.
ადგილზე ჩასულმა მკვლევარებმა ნივთების ზედაპირული დათვალიერების შედეგად განაცახდეს, რომ კერამიკის ფრაგმენტებს ისტორიული მნიშვნელობა აქვს. შესწავლას ასევე საჭიროებს დანარჩენი ნივთებიც. მათი ვარაუდით, ნივთები ოთხი სხვადასხვა პერიოდისაა.
არქეოლოგებმა ის ტერიტორიაც შეისწავლეს, სადაც კერამიკის ფრაგმენტების აღმოჩენა მოხდა.

აღმოჩენილი ნივთები ზესტაფონის მუზეუმშია გადატანილი.



Print