ახალი ამბები
200 ათასამდე საიჯარო თანხა და ობიექტის დემონტაჟი - მერიის მოთხოვნა "სავანეს" მფლობელებს
FaceBook
ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს" მფლობელებს შორის სასამართლო დავა გრძელდება.
ამჯერად, მერიამ კაფის მეპატრონეებისგან ტერიტორიის დატოვება და 185 ათასი ლარის ოდენობის მიწის საიჯარო თანხის გადახდა მოითხოვა, რომელიც როგორც მერიაში ,,სავანეს’’ მეპატრონეებს განუმარტეს, 2011 წლიდან არ გადაუხდიათ.

მხარეებს შორის არსებულ დავაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 13 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

კაფის მეპატრონე გიორგი ტურაბელიძე გვიყვება, რომ ქუთაისის მერის მოადგილემ, დავით ერემეიშვილმა დაიბარა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

"დამიბარა მერის მოადგილემ, დავით ერემეიშვილმა, რომელმაც მითხრა, რომ ,,სავანე’’ და გვერდით არსებული საპირფარეშო უნდა დაინგრეს, ამ ტერიტორიაზე კი ერთი დიდი ობიექტი უნდა აშენდეს. ასევე, მითხრა მიწის ნაკვეთი, რომელზე კაფე და საპირფარეშოა განთავსებული, აუქციონზე უნდა გავიტანოთო", - ამბობს ის.

რის მოწყობას გეგმავს ადგილობრივი თვითმმართველობა "სავანეს" ადგილზე და რამდენად აუცილებელია კაფის დემონტაჟი ? -  მერიაში გვითხრეს, რომ  განმარტებას სასამართლო დავის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

კაფის მფლობელების თქმით, სანაყინე მათი ოჯახის საკუთრებაა, კერძო საკუთრების ხელყოფის უფლება კი არავის აქვს.

ტერიტორია, რომელზეც  კაფე ,,სავანე’’ არის განთავსებული,  მხარეებს შორის სასამართლო დავის შედეგად ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2018 წელს  ადგილობრივ თვითმმართველობას მიაკუთვნა. 

შპს ,,ნიკოლომ’’ სანაყინე 1996 წელს შეისყიდა. მფლობელები ამბობენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწაც იყიდეს, რაშიც სოლიდური თანხა გადაიხადეს.

გიორგი ტურაბელიძის განმარტებით, 1999 წელს, როცა სახელმწიფომ მიწის კანონი მიიღო, რეესტრს სანაყინის ტერიტორიაზე არსებული მიწის პრივატიზების თხოვნით მიმართეს, მაგრამ მიწა არ დაურეგისტირირეს და 2002 წელს დავა სასამართლოში დაიწყო. მოსამართლე დურმიშხან ჟორჟოლიანმა შპს ,,ნიკოლოს’’ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, თუმცა მიწის დაკანონება შემდეგი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ვერ მოხერხდა.

ამავე თემაზე:


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.