ახალი ამბები
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შესვლის საფასური გაიზარდა
FaceBook
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ადგილობრივებისთვის 2 ლარი ეღირება, უცხოელი ვიზიტორებისთვის კი - 5 ლარი.
ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანება ქალაქის მერმა უკვე გამოსცა.

გაზრდილია ბაღში ფოტო - ვიდეო გადაღებისა და სხვადასხვა ცერემონიალის (ხელმოწერა, ჯვრისწერა, დაბადების დღე) საფასურიც. ამ ღონისძიებების ტარიფი, 50 ლარის ნაცვლად,  ახლა 100 ლარი ეღირება.

„ამხელა ტერიტორიაა, ყველაფერი მოსავლელია, მისახედია, ყველაფერს სჭირდება რემონტი, ამას მარტო ბიუჯეტი ვერ გაწვდება, ამიტომ მოიმატა საფასურმა“, - განმარტავს ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელი თემურ ჩეჩელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ბოტანიკურ ბაღში უფასო შესვლით შშმ პირები, 7 წლამდე ბავშვები, სამეცნიერო -კვლევითი მიზნით შემსვლელი, დირექციასთან საქმიანი ვიზიტით მყოფი და ბოტანიკურ ბაღში მივლინებული პირები ისარგებლებენ.

ბოტანიკურ ბაღში შესვლა, ამ დრომდე, ყველასთვის 1 ლარი ღირდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
10:57 / 30.05.2024
"რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ!" - ამ დევიზით, 2 ივნისს, ქუთაისში, აქცია-კონცერტი გაიმართება.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე (№20-ში), თანამედროვე სტანდარტების
საკალათბურთო დარბაზის მშენებლობა იგეგმება.
16:48 / 29.05.2024
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე (№20-ში), თანამედროვე სტანდარტების საკალათბურთო დარბაზის მშენებლობა იგეგმება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.