ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი დაბრუნდება ქუთაისში - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა "ქართული ოცნების" მმართველობის 11 წელი ქუთაისში შეაფასა.

ის სიმბოლურად პარლამენტის ყოფილ შენობასთან მივიდა, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლების ბოროტების მონუმენტია და სიმბოლოა იმისა, თუ როგორ შეიძლება გაანადგურო ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ქალაქი.

მისივე თქმით, მთავრობის უმოქმედობის შედეგად, ასიათასობით ქუთაისელი ემიგრაციაში წასული. ამასთან, განადგურებულია გელათის კომპლექსი და წყალტუბო.

"აღარაფერს არ ტოვებს ივანიშვილი ამ ქვეყნიდან. ბოლომდე ცდილობს რომ გაანადგუროს. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში. მნიშვნელოვანია, რომ დიახ ქუთაისი იქნება მთავარი ქალაქი საქართველოში. დიახ, საქართველოს პარლამენტი დაბრუნდება ქუთაისში. დიახ, ჩვენი ემიგრანტები უნდა დაბრუნდეს ქუთაისში. დიახ, აუცილებელია წყალტუბოს განვითარება. უმნიშვნელოვანესია პუტინის ტყვე პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს თავისუფალი და დიახ, ევროკავშირისკენ ჩვენ უნდა ვიაროთ სწრაფად. ხოლო ეს ბოროტება, რომელსაც სახელად ქვია ბიძინა ივანიშვილი და 11 წელია ძარცვავს ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ ერთად აუცილებლად უნდა დავასრულოთ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.  შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობის"  ლიდერები ამომრჩევლებს სხვადასხვა ქალაქში ხვდებიან.  


შენიშვნა: ქუთაისიპოსტი ყველა პოლიტიკური პარტიის აქტივობას თანაბრად გააშუქებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
5 დეკემბერს, ქუთაისში, საპროტესტო
აქციაზე დაკავებული 17 წლის მოზარდი, ამ დრომდე ქუთაისის მეოთხე
განყოფილების იზოლატორში იმყოფება.
12:45 / 06.12.2024
5 დეკემბერს, ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული 17 წლის მოზარდი, ამ დრომდე ქუთაისის მეოთხე განყოფილების იზოლატორში იმყოფება.
ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა ევაკუაცია გამოცხადდა.
16:44 / 05.12.2024
ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა ევაკუაცია გამოცხადდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.